"მშვიდობიანი პროტესტი დედაქალაქში მუდმივად გაგრძელდება" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი დედაქალაქში მუდმივად გაგრძელდება.
როგორც მან ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, აქციას მშვიდობიანად გამართავენ.
"რა თქმა უნდა, ასეთი პროტესტი მუდმივად იქნება, ეს არ არის ის პროტესტი, რომელიც რეალურად ჩვენ დაგგვღლის. გუშინ საშუალება მქონდა მიხეილ სააკაშვილი მენახა. გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო კლინიკის იმ ფლიგელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი განათავსეს, საერთოდ არავითარი სამედიცინო აპარატურა არ არის. მისი თქმით, გაცილებით უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა ის, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიდრე გლდანში. შესაბამისად, აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, აპირებს შეწყვიტოს შიმშილობა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ასევე ელენე ხოშტარიას სიცოცხლე", - განაცხადა დეკანოიძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს. გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 "გაგიზიარებთ კარგ ნიუსებს ჩემ ჯანმრთელობაზე" - ელენე ხოშტარია
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...