პატრიარქი ილია II სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილს ავრცელებს და ცნობილი ლოტბარის, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ბატონი ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა.

ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს.

მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ ,,სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა.

ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი - მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა" - წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

საქართველოს სახალხო არტისტს, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

ის 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი.

1997 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი "ერისიონის" მთავარი დირიჟორი.

ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

🔲 პრემიერი: ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს

🔲 გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს - ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიაზე

🔲 ახალი დეტალები გაუჩინარებული რამაზ გერლიანის საქმეში - ყოფილი ცოლი კონკრეტულ მიზეზს ასახელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი