„პფაიზერი“ ვახტანგურად - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი და მისი მეგობარი ბუსტერ დოზით აიცრნენ

„დღეს ფაიზერით ავიცერი, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით. ვისარგებლე რა ბოროტად კოვიდთან ომის ფლაგმანთან, დავით გადელიასთან მეგობრობით, სწორედ იგია ჩემი მეწყვილე ამ აცრაში“.
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია და პოეტი კობა ჭუმბურიძე ბუსტერ დოზით აიცრნენ.
„ვახტანგური“, ასე ასათაურებს პოეტი ფოტოს, რომელსაც თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს.
„ვახტანგური
გადმოცემის თანახმად ამ ტრადიციას გორგასლის დროს დაედო სათავე, როცა ვახტანგმა გაქრისტიანებულ ხევისბერთან ერთად ამგვარად შესვა ღვინო.
შემდეგ იმას ვიტყვი, რომ ვიდრე ედუარდ ჯენერი ყვავილის აცრას დააპატენტებდა, ეს აცრა იოჰან გულდენშტადტმა აღწერა დაახლოებით 15 წლით ადრე სამეცნიერო ჟურნალში. მან ეს მეთოდი ჩაიწერა სამხრეთ საქართველოში, ადუაშვილებისა და ხარისჭირაშვილებისაგან.
ანუ, ვახტანგურიც ჩვენია და აცრაც.
ხოლო ამ ორი ძველი ტრადიციის შეჯვარებით მივიღებთ ვახტანგურად აცრას.
დედამიწა ძალიან დაპატარავდა და ხალხი ძალიან მოძრავი გახდა. შესაბამისად, მერმისაც შეიძლება მოხდეს კოვიდპანდემიის მსგავსი რამ და რაც მეტ გამოცდილებას დავაგროვებთ ახლა, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გადავლახავთ შემდგომს.
დღეს ფაიზერით ავიცერი, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით. ვისარგებლე რა ბოროტად კოვიდთან ომის ფლაგმანთან, დავით გადელიასთან მეგობრობით, სწორედ იგია ჩემი მეწყვილე ამ აცრაში.
თუ რამდენიმე მოყოყმანეს ეს სახალისო ფოტო აცრას გადააწყვეტინებს, დათოც და მეც უბედნიერესი ხალხი ვიქნებით.
მეორე წელია დათო ფრონტის წინა ხაზზეა. წარმოდგენაც კი მზარავს, რას გაუძლო ამ ხნის განმავლობაში და წინ კიდევ რა ჯოჯოხეთი ელის.
კიდევ ერთხელ ვეფერები მედიცინის ყველა მუშაკს, ვინც ასეთი ამაგი დასდო ჩვენს თაობას, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად. ნეტავ თუ მოვესწრები იმას, როცა მათ ამ ღვაწლის მეათედი მაინც დაუფასდებათ.“ - დაწერა პოეტმა სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციას ავრცელებს
🔵 სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...