გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კოვიდ19-ის ახალი შტამის შესახებ სოციალურ ქსელში დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
"ნამდვილად ვერ არის საქმე კარგად. ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით. ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ბიტკოინმა დაკარგა 7%
გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 - ოფიციალური სახელი, ალბათ ამ დღეებში ექნება სავარაუდო სახელია “ნუ” Nu.
სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს
ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.
სად არის გავრცელებული ახალი ვარიანტი:
🔲 სამხრეთ აფრიკა
🔲 ბოტსვანა
🔲 ნამიბია
🔲 ლესოტო
🔲 ესვატინი
🔲 ზიმბაბვე
🔲 ჰონგკონგში (ჩინეთი)
🔲 ისრაელი
რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
🔲 ძალიან სწრაფად ვრცელდება,
🔲 საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს,
🔲 შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში,
🔲 არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.
რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში?
🔲 იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…:(
🔲 რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროვებთ თქვენს “განათლებულობას”).
რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა?
დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს:
🔲 დიდი ბრიტანეთმა
🔲 იაპონიამ,
🔲 ჰოლანდიამ,
🔲 სინგაპურმა,
🔲 იტალიამ,
🔲 საფრანგეთმა
🔲 ისრაელმა.
დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:
🔲 ნამიბიიდან
🔲 ლესოტოდან
🔲 ესვატინიდან
🔲 ზიმბაბვედან
🔲 ბოტსვანადან
🔲 მოზამბიკიდან
🔲 სამხრეთ აფრიკიდან
🔲 ჰონგკონგიდან (ჩინეთი)
რა უნდა გააკეთოთ თქვენ?
🔲 მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები
🔲 დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით
ჯანმრთელობას გისურვებთ …", - წერს გიორგი ფხაკაძე.
ამავე თემაზე:
🔲 საფრანგეთმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ფრენები 48 საათით შეაჩერა
🔲 სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა
🔲 სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება - უცხოური მედია
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...