პირადი ექიმი: მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობდა, თუმცა მზადაა, ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.

"დღეს იყო სუსტად, მაგრამ მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს", – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

კითხვაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას, რამდენიმესაათიან პროცესს დაესწროს, – ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ ამისთვის მზადაა.

"სუსტადაა, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ მაგისთვის მზადაა", – განაცხადა ყიფშიძემ.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დაწესებულებაში მას განუცხადეს, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"დაწესებულებაში რომ შევედი, ჩემი პირველი კითხვა ეს იყო და მითხრეს, რომ არანაირი კოვიდი აქ არ ყოფილა. ვიკითხე, მართლა არის დირექტორი კოვიდით ავად? მითხრეს – არა", – დასძინა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

ამავე თემაზე:

🔲 "დღეს თქვენ შეგიძლიათ წერტილი დაუსვათ არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროთ არა ერთ ადამიანს, არამედ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს" - ლიზა ბათიაშვილი პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი

1740829321

ახალი ამბები

„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...

დავით ჩიხელიძე