"დღეს თქვენ შეგიძლიათ წერტილი დაუსვათ არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროთ არა ერთ ადამიანს, არამედ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს" - ლიზა ბათიაშვილი პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ღია წერილით მიმართავს.

ბათიაშვილი ზურაბიშვილს წერს, რომ დღეს მას შეუძლია, განმუხტოს ვითარება, წერტილი დაუსვას არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროს არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, ვინც უკიდურეს განსაცდელში გრძნობს თავს და სასოწარკვეთილია.

ბათიაშვილის თქმით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში და არ უნდა დაუშვან მისი გარდაცვალება.

"მინდა მოგმართოთ, როგორც ევროპაში გაზრდილ ქართველს, ასევე ევროპაში გაზრდილმა ქართველმა, ვისი გულიც ფეთქავს საქართველოს სიყვარულით და გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება ჩვენს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო.

ჩვენ შევხვედრივართ არაერთ კულტურულ ღონისძიებაზე, მუსიკისა და ხელოვნების მთავარი ღირებულება კი ჰუმანიზმი გახლავთ. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ღია წერილით მომემართა. დაუჯერებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, განა შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გამიზნულად არ ეძლეოდეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება? არ შეეძლოს ისარგებლოს ყველაზე ელემენტარული უფლებებით, თუნდაც როგორიც არის სატელეფონო კავშირი საკუთარ ოჯახთან, ეზღუდებოდეს შვილებისა და დედის ხმის გაგონება.

და რაც მთავარია, განა შეიძლება მას წართმეული ჰქონდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება? იმყოფებოდეს, უკიდურესად შეურაცხმყოფელ გარემოში, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, სადაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით იქნა გადაყვანილი.

მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგების, ქართველი ხელოვანების მიმართვას და გითხრათ, რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ განმუხტოთ ვითარება, წერტილი დაუსვათ არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროთ არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, ვინც უკიდურეს განსაცდელში გრძნობს თავს და სასოწარკვეთილია.

ვემიჯნები ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებას, მე მინდა ერთადერთი - წარმოვადგენდე ჰუმანურ, დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც არ იმეტებენ და არ კლავენ (უკვე მეორედ) ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტებს. მინდა წარმოვადგენდე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხალხის ქვეყანას, რომელიც თავისი ნებით კი არ ექცევა ოკუპანტის კლანჭებში, არამედ ამაყობს თავისი უნიკალურობითა და თავგანწირული ხალხის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობით.

დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად, შესაძლოა, თქვენ გაგიჭირდეთ მშვიდი ძილი და განვითარებული დრამა გაგყვეთ მთელი ცხოვრება, რადგან თქვენ დღეს შეგიძლიათ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ამ გაურკვეველი, მოჯადოებული წრის გარღვევა.

გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები და არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება - გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში და გადაარჩიენთ მისი სიცოცხლე!
გადაარჩინეთ ჩვენი ისტორია! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, ქვეყანაში, სადაც თავის ხალხს აყურებინებენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, როგორ უნდა გამოვიდეს მუსიკოსი სცენაზე და როგორ უნდა იპოვოს საკუთარ თავში დაკვრის ძალა", - წერს ბათიაშვილი წერილში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

ამავე თემაზე:

🔲 "საავადმყოფოში გადაიყვანეთოო... აბა ახლა სადაცაა ის საკონცერტო დარბაზია?!" - პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის ყოფილი უფროსი, მიხეილ სააკაშვილზე

🔲 "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზაციისგან" - გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

🔲  "ნაცმოძრაობის" ცხრა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო - სია

🔲 "არ მინდა კიდევ ერთი ტრაგიკული ამბის მომსწრე გავხდე, თან როცა ვიცი, ეს ჩემი ქვეყნის სირცხვილი იქნება და არა სამართლიანობის აღდგენის აქტი! გადაიყვანეთ!!" - ნიკოლოზ რაჭველი

🔲 "გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს" - ექიმი გია გვარამია გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მომუშავე კოლეგებს მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი

1740931424

მსოფლიო

ირანის სულიერი ლიდერი: რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მარიონეტული ქვეყნებისა და მთავრობების მიმართ მირაჟია

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უკრაინულ ენაზე X-ის საშუალებით გამოეხმაურა. „პირველი გაკვეთილი, რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღ...

 ალი ხამენეი

1740930560

მსოფლიო

ილონ მასკი - ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე, ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, რაც...

ილონ მასკი