პრემიერი: კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად

კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რევოლუციურ სცენაზე აიყვანეს „ენჯეოებიც“, თუმცა მცდელობა ჩავარდა, ვინაიდან ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება.

„ჩვენ შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და აქაც თავიდანვე წამოვიდა ზეწოლა - „ენჯეოები“ პირდაპირ გამოდიოდნენ, უკიდურესი ფორმით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სახელმწიფოს და აცხადებდნენ, რომ მათ უნდა დაეწერათ განაცხადი. გამოდიხარ, ქვეყანაზე ამბობ, რომ არის დიქტატურა, უბედურება, ავტორიტარიზმი და ა.შ. და გინდა, რომ შენ შეიტანო განაცხადი, სადაც ეს ყველაფერი უნდა ჩაწერო. ხომ არ იტყვი, რომ იქ იტყუებოდი და აქ სიმართლე ჩავწერეო, ან პირიქით. ამას დაემატა, შეგახსენებთ, ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ბაკურიანის შეკრება, რაზეც ჩვენ წინასწარ ვისაუბრეთ, დაზღვევისთვის, მაგრამ არც ამან გაჭრა. არ აინტერესებდათ. ჩვენ წინასწარ ვთქვით ყველაფერი, რაზეც ჰქონდათ საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე. იქ იყო საუბარი ერთადერთ რამეზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებოდა საქართველოს, უნდა აემოქმედებინათ რევოლუციის გეგმა. გახსოვთ, ცნობილი „აკერმანის ტრენინგი“ რევოლუციის საკითხებზე. წინასწარ რაც ვთქვით, ის გააკეთეს მაინც, ანუ პრევენციული ეფექტი ამას არ ჰქონდა, რადგან გეგმა იყო გაწერილი - კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა ერთადერთი ძალისთვის, გლობალური ომის პარტიისთვის, არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად. ასეც მოხდა, ივნისში, 2022 წელს, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს გამოიყენეს რევოლუციის მცდელობისთვის, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა. მაშინ აიყვანეს „ენჯეოები“ რევოლუციურ სცენაზე, პარლამენტის წინ, თუმცა ვერ გათვალეს, რომ მათი რეპუტაცია არის მძიმე და შესაბამისად, ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742228399

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა

„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1742228348

საზოგადოება

საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...

სამინისტრო

1742228245

მსოფლიო

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...

რუანდარუანდა

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს