პრემიერი: ტრამპის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით გზავნილებს. საუბარი იყო ომში ჩართვაზე, ვუპასუხე, რომ ამას ხელს ვერ მოვაწერდით, ორჯერ გამიმეორა - ყრუ კედელს ეჯახებითო

კონკრეტული ძალისთვის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს, არის შანტაჟის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი, ეს იყო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით და ეს იყო მოლაპარაკების გახსნასთან მიმართებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ 28 ნოემბრის ცნობილი გადაწყვეტილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება, მუდმივი შანტაჟის ქვეშ იყოს ქვეყანა.

„შემიძლია, გავიხსენო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა დაახლოებით 1-2 კვირაში ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ჩამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ. მან ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე. ასეთ რაღაც მითხრა - არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მისი გზავნილებიაო, ეს ჩვენი საერთო გზავნილებიაო, ისიც იყო დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ასე გამოგვიცხადა ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ამაზე ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით. ამაზე მან ორჯერ გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები - ინგლისურად ასე იყო ნათქვამი, You are hitting a brick wall, რაც რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს, აგურის კედელს ეჯახებითო, ყრუ კედელს ეჯახებითო. ასეთი იყო მისი გზავნილი, ორჯერ გაიმეორა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან მოიტანა. ეს იყო მათი დამოკიდებულება. მაშინ დაგვემუქრა რეალურად ეს ადამიანი დიფ სთეითის სახელით, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და ხელისუფლებაში დაგვიბრუნებდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც შემდეგ გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ანუ ეს ადამიანები ქვეყანას ჩართავდნენ ომში და პირდაპირ გვითხრა, რომ ჩვენ ყრუ კედელს ვეჯახებოდით. ამაზეც მქონდა მკაფიო პოზიცია და კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ ბოლომდე ვაპირებდით ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1742220580

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...

საქართველოს პარლამენტი

1742218825

მსოფლიო

საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი

საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და  სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...

 მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

1742216890

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ლარის კურსი, ვალუტა

1742216196

საზოგადოება

რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

რიგაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მედლებისათვის ბრძოლაში დავით გო...

ევროპის თასი