„ქართული პოლიტიკური სივრცე სავსეა უპრინციპო, ყუმბარიანი მაიმუნებით, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, იმისთვის რომ იტივტივონ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავას უპირისპირდება

ახლა ამ თემას, კეზერაშვილის ძალისხმევით, ხელოვნურად მედია აწევს - დასვამს პოლიტიკურ სპექტრს და ამ ტრუხა კაცის ბოდვებზე ამსჯელებს“ - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავას ვრცელ მოსაზრებას, რომელიც პოლიტიკოსმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

უგულავას პოსტი ნახეთ? მე დიაგონალურად წავიკითხე.

საქმე იმაშია, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე სავსეა უპრინციპო, ყუმბარიანი მაიმუნებით, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, იმისთვის რომ იტივტივონ.

ამ ადამიანმა, 2018 წელს 11 პროცენტიანი პარტია გაანადგურა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის შედეგი რომ ნახა, ჩათვალა, რომ მიშა მოდის - ამიტომ აიღო და კეზერაშვილის დავალებით ეს პარტია მიშას უკან მიართვა (თავისი ხელიდან სცადა).

(ფუნდამენტური განსხვავებები დაავიწყდა, იმიტომ რომ არც ჰქონია - გვატყუებდა).

მთელი შემდეგი თვეები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - უგულავას ნაცების ოფისში უფრო ხშირად ნახავდით, ვიდრე საკუთარ პარტიაში.

(მე ურთიერთობა მაგ დროს გავწყვიტე და რასაც ახლა ვლაპარაკობ, ყველაფერი ჯერ მას ვუთხარი, აი რაც ახლა ხდება პოლიტიკურად, ეგეც სიტყვა სიტყვით აღვუწერე , გავაგებინე რომ მე მას პოლიტიკურ ლიდერად აღარ ვთვლი და მერე იმაზეც გავაფრთხილე პატიოსნად, რომ ამ ყველაფერს საჯაროდ ვილაპარაკებდი).

მერე 20 ივნისი მოხდა, დაინახა რომ აქციაზე მიშას სახელს ვერ ახსენებენ, იფიქრა რაღაც შემეშალაო და შემდეგი არჩევნების წინ იდაყვები მოიმარჯვა - მიშას უნდა ჩავარტყაო.

ამ არჩევნებში ამ უპრინციპო კაცის პარტიამ სამართლიანად გაასხა (სხვებმაც დავაშავეთ, რომ ეს დავუშვით).
მარცხის შემდეგ, იფიქრა ინდივიდუალური გადარჩენის რეჟიმი უნდა ჩავრთოო და სააკაშვილთან, კიევში გაიქცა, კეზერაშვილთან ერთად სააკაშვილისთვის გზის გასუფთავების, ბოკერიას პოლიტიკიდან გაქრობის და ევროპული საქართველოს დე ფაქტო ლიკვიდაციის გეგმა დასახა - მაგრამ როგორც ლუზერს, ეს გეგმაც ჩაეშალა.

ამის შემდეგ, ნაცებთან გადაბარგდა, ხუთიანი დაიწერა.

- აყვირდა, რეფერენდუმია და ყველამ პოლარიზაციაში უნდა გადავტეხოთ ბიძინა ოდისევსი ბრუნდებაო.
დაუბრუნდა ოდისევსი და ახლა ციხეში ზის. ცოტაც მოითმინე, ხალხი იღვიძებსო - კი ატყუა, მაგრამ როდემდე მოატყუებდა.

ახლა გამოაცხადა, სააკაშვილი არააა მაკონსოლიდირებელი ფიგურაო!

ცალკე - დამოუკიდებელ ჰალსტუხიანთა ცენტრია საჭიროო.

ახლა ამ თემას, კეზერაშვილის ძალისხმევით, ხელოვნურად მედია აწევს - დასვამს პოლიტიკურ სპექტრს და ამ ტრუხა კაცის ბოდვებზე ამსჯელებს.

არცერთ კრიტიკულ კითხვას არ დასვამს - არ ჰკითხავს წინდებივით რომ იცვლი ამ შენს პოზიციებს, ხან ერთს იძახი, ხან მეორეს, რატომ უნდა დაგიჯეროთო.

ამიტომ, ნუ გვიკვირს, ღარიბაშვილი რომ პრემიერ მინისტრია.“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵 „საკომუნიკაციო ენად იქცა ლანძღვა, სიძულვილის ენა, ტროლ-ბოტების ბულინგი. საურთიერთო ქცევად კი დაჭერები და დაჯარიმებები“ - რას წერს გიგი უგულავა

🔵 ბავშვს ბატარეა საყლაპავში გაეჭედა, შედეგად სისხლი „მჟავად ექცა“, ხოლო გულში 18 მილიმეტრი დიამეტრის ხვრელი ამოეწვა - დიდ ბრიტანეთში ბავშვი სათამაშომ იმსხვერპლა

🔵 „ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას - ისინი გარეთ გამოდიან“ - რას წერს ლელა კაკულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი