„საკომუნიკაციო ენად იქცა ლანძღვა, სიძულვილის ენა, ტროლ-ბოტების ბულინგი. საურთიერთო ქცევად კი დაჭერები და დაჯარიმებები“ - რას წერს გიგი უგულავა

„დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ პოლიტიკური სისტემა ჩიხშია. ხალხს აპათია აქვს, არაფრის და არავის სჯერა. დიდი იმედგაცრუებაა ოცნებით, - ამასთანავე ოპოზიციის მიმართ სულ უფრო მზარდი უკმაყოფილებაა. ოცნება სულ უფრო ცუდად, ძალადობრივად და ცინიკურად მართავს ქვეყანას, ოპოზიციას კი ამ სტატუს ქვოს შეცვლა არ შეუძლია“, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

„მივიღეთ ერთგვარი მოჯადოებული წრე. როგორც კვლევები ანახვებს, მოთხოვნა ცვლილებაზე დიდია, ცვლილების რწმენა კი ძალიან დაბალი. ასეთი ჩიხური სიტუაცია შესაძლოა ქრონიკული კრიზისებით სრულ და გრძელვადიან აპათიაში გადავიდეს. რაც არის ხელისუფლების ქართული ოცნება ქვეყანაში სრული პოლიტიკური გათიშულობაა.

ოცნებამ მოკლა დისკუსია, დებატები, გამარჯობის დონეზე კომუნიკაციაც კი. საკომუნიკაციო ენად იქცა ლანძღვა, სიძულვილის ენა, ტროლ-ბოტების ბულინგი. საურთიერთო ქცევად კი დაჭერები და დაჯარიმებები. რადიკალურია მედია გარემოც.ასე ჩამოყალიბდა ორი საქართველო, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება ერთმანეთს.

ამის მიუხედავად ოცნების რეიტინგი გამუდმებით მოდის დაბლა, ხოლო ოპოზიციის ჯამური რეიტინგი უკვე მერამდენე არჩევნებია რეალურად აღემატება ოცნების მხარდაჭერას. ამასთანავე ფაქტია, ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ უპირატესობის მატერიალიზებას - კონსოლიდაცის.

ყოველივე ამის ფონზე, რევოლუციაზე მეოცნებეთათვისაც კი, არჩევნები რჩება ერთადერთ საბრძოლო პოლიგონად. ამიტომაც, ყველა პარტია რეალურად არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. რევოლუციონერთა გასაგონად - თუ გინდათ რევოლუცია, ემზადეთ არჩევნებისთვის რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს რიგგარეშე არჩევნების ბედი უფრო ოპოზიციის ხელშია ვიდრე მთავრობის.

თუ ვინმე არაა დღეს მზად რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს ოპოზიციაა. ეს კვლევებშიც ჩანს. რიგგარეშე არჩევნები, წინა თვეებიდან განსხვავებით, არც ოპოზიციურ ამომრჩეველს უნდა, რადგან ხედავს რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ოპოზიცია წინა არჩევნების მსგავსი კონფიგურაციით გამოვა და თუნდაც რომ ჯამურად გაიმარჯვოს, ცვლილებებს ვერ მიაღწევს. მაშ რა უნდა ვქნათ, როგორ მივაღწიოთ ცვლილებებს?!

ოცნების კრიტიკა ადვილია. ის ამისთვის ბევრ მიზეზს იძლევა. რა უნდა მოხდეს ოპოზიციაში ისეთი რომელიც ერთის მხრივ უპასუხებს ოპოზიციური ამომრჩევლის დაკვეთას მითიური ერთიანობის შესახებ, მეორეს მხრივ დაასრულებს ოცნების შემოთავაზებულ პოლარიზაციას და გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს ორპოლუსიანობა არაა არც ოცნების და არც ნაცმოძრაობის დამსახურება. ისინი არიან ისეთი როგორც არიან. პრობლემა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ პარტიებშია, რომლებიც, მსგავსი ღირებულებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ გაერთიანებას.

ბოლო არჩევნებმა ანახვა, რომ კოალიცია მოთხოვნადია, მაგრამ 30% და 3% პარტიათა კოალიციას საზოგადოება ვერ აღიქვამს. კოალიცია საზოგადოებას მოსწონს იმიტომ რომ ენმ-ს შიდა ბალანსი ჰქონდეს. წარსულის გამოცდილებისა თუ ოცნების პროპაგანდის შედეგია ეს, ფაქტია საზოგადოებაში არსებობს ენმ-ს "შებოჭვის"(რაგბის ტერმინია) მოთხოვნა. უბრალოდ არავის სჯერა, რომ 32% მქონე პარტიას ორ და სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, ენმ-ს შებოჭავენ. ამიტომაც არის რომ ოპოზიციის 54% ოცნების 46% წინააღმდეგ არ ჯამდება. შედეგად, ოცნება უგებს ნაცებს და სხვები იფანტებიან.“, - წერს უგულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „კოვიდის ახალი შტამი უკვე საქართველოშია, რომელიც ძველ ომიკრონთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

🔵 ბავშვს ბატარეა საყლაპავში გაეჭედა, შედეგად სისხლი „მჟავად ექცა“, ხოლო გულში 18 მილიმეტრი დიამეტრის ხვრელი ამოეწვა - დიდ ბრიტანეთში ბავშვი სათამაშომ იმსხვერპლა

🔵 საია: ევროსასამართლომ 2008 წლის ომზე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1737369261

ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს, 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გასულ წელს გამოცემა WIS-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ,...

ჯო უილსონი

1737368312

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვი...

პოლიტიკოსები

1737365606

ახალი ამბები

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნ...

სასათბურე მეურნეობა

1737364498

ახალი ამბები

სოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინის...

პოლიცია

1737362419

ახალი ამბები

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...

საძოვრების იჯარით გაცემა