ქართველო, გაბედე კარგად ყოფნა! - სამი ქართველი ქალის მაგალითი

მე ნუ დამიჯერებთ, თანამედროვეობის გენიოსს, ბესიკ ხარანაულს დაუჯერეთ და ერთხელ ცხოვრებაში, გაბედეთ კარგად ყოფნა.
ბოლო 30 წელია ქართველები მივეჩვიეთ და მგონი, შევეგუეთ კიდეც ცუდად ყოფნას. შევეგუეთ, რომ მთავრობები გვძარცვავენ, ჩვენი ხმა არ ესმით, ემიგრაციაში გვერეკებიან. ვიპოვეთ გამოსავალი, გაქცევა, ლტოლვილად ჩაბარება, ან უკეთეს შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებში დამლაგებელ-მრეცხავ-მომვლელად მუშაობა.
მივეჩვიეთ და მეტის სურვილი აღარ გვიჩნდება. ყოველი მეორე ემიგრანტი, კითხვაზე, - როდის აპირებ დაბრუნებას, კითხვითვე პასუხობს, - რომ დავბრუნდე, იქ რა უნდა გავაკეთო?
ვერაფერს გააკეთებ, თუ მხოლოდ დალაგება და მოხუცის მოვლა შეგიძლია, მეტი უნდა შეძლო! შენს თავში უნდა გამონახო ძალა, უნდა ჩაეჭიდო შესაძლებლობას, უნდა აითვისო, ისწავლო, მოიგონო რამე ახალი, რაც აქამდე არ იცოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომვლელობით დაასრულებ, როგორც უცხო, უცხოთა ქვეყანაში.
სამი ქართველი ქალის მაგალითზე მინდა მოგიყვეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ სურვილი, ცოდნა და შრომა ემთხვევა ერთმანეთს. სამივე ჩემი ნაცნობ-ახლობელია, გურიის სამივე ქალაქიდან: კესო მახარაძე ლანჩხუთელია, დაკა ბერძენიშვილი - ჩოხატაურელი და მარინა ჩიხლაძე - ოზურგეთელი.
კესო ჟურნალისტია, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით. ორიოდე წლის წინ, საკუთარ სოფელში, აცანაში სრულიად მარტომ, ტურისტული ეთნოგრაფიული სივრცის, „ტაბერნეს“ მოწყობა დაიწყო. მისხალ-მისხალ, წვალებით შენდება "ტაბერნე გურიაში", ქვრივი ქალი მწირი რესურსით, სახელმწიფოს და სპონსორების დახმარების გარეშე, სულ მალე დაასრულებს ეთნოგრაფიული სივრცის მოწყობას, რომელშიც შევა გურული ოდა, ძველისძველი ხის სამზადი უნიკალური, ისტორიული ნივთებით, ულამაზესი, ვარდებით გამშვენებული ეზო. მომავალი ზაფხულიდან, კესო უკვე შეძლებს გასტრონომიული ტურები შესთავაზოს გურიის სტუმრებს, გაუმასპინძლდეს მათ მივიწყებული გურული კერძებით.
„ქალებმა საქმე რომ წამოვიწყეთ და არაადამიანური შრომით ვცდილობთ ნაბიჯების გადადგმას, მინიმუმ ხელს ნუ შეგვიშლიან ამაში. მე მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ჩემს შვილებს დავუტოვებ საშვილიშვილო საქმეს, სადაც მუდამ ექნება ხსენება წინაპრებს და მუდამ იფუსფუსებს მზრუნველი დიასახლისი სტუმრების გასამასპინძლებლად" - დარწმუნებულია კესო.
რამდენიმე ქართულ ტელეარხზე და იუთუბიზე უკვე გავიდა ვიდეორგოლი, მისი ტურისტული პროდუქტის შესახებ.
დაკა ბერძენიშვილი პროფესიით ფინანსისტია. ყველასთვის მოულოდნელად, თბილისში სამსახურს შეელია და მშობლიურ ხიდისთავში გადასახლდა. ბიზნესი ჩირის დამზადებით და რეალიზაციით წამოიწყო და სულ რამდენიმე წელიწადში, ხიდისთავში საკუთარი გურული ოდა საოჯახო სასტუმრო "სკიჯის სახლად" აქცია. თავისი ხელით, მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად გააკეთა ყველაფერი. გასულ ზაფხულს, თავისივე ეზოში ხილის საშრობი საამქრო ააშენა, რომელიც ხის ულამაზეს ოდა-სახლშია განთავსებული. საამქროში მზადდება სხვადასხვა ხილის ჩირები, ჩურჩხელები, ყვავილების და ხილის ჩაი, მურაბები, ჯემები. ამას ყველაფერს, ორიგინალურად შეფუთულ-გამზადებულს, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უგზავნის კლიენტს. რაც მთავარია, ყველა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.
მარინა ჩიხლაძე ოზურგეთში, ჭანიეთში ცხოვრობს, ისიც მოქმედი ჟურნალისტია, მაგრამ თავისი ძირითადი პროფესიის პარალელურად, საკუთარ სახლში, მანაც პატარა საოჯახო სასტუმრო მოაწყო, სადაც საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტით უმასპინძლდებოდა სტუმრებს. პანდემიამ ცოტათი დააზარალა მისი საქმე, ორი წელია შემცირებულია ტურისტული ნაკადები. პანდემიამდე მარინასთან სტუმრად მიდიოდნენ ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ამ, სამი მშრომელი და წარმატებული ქალის მაგალითით მინდოდა თქვენთვის ერთი რამ მეთქვა, თუ მოვინდომებთ, აუცილებლად გამოგვივა! საქართველოშიც, საკუთარ ქალაქში, სოფელში, ეზოში წამოვიწყოთ პატარა საქმე, რომელიც თანდათან გაიზრდება, გამოიღებს ნაყოფს და ჩვენც წაგვადგება და ქვეყანასაც. წარმატების მსგავსი მაგალითები კიდევ მაქვს. მათზე სხვა დროს მოვყვები.
მეც ვაპირებ.
ასე რომ, გაბედეთ!
ლალი იმედაიშვილი, სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის ლომბარდიიდან
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „თანხა რომ დამეფარა, სასწრაფოდ მომიხდა ქვეყნის დატოვება“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ბლოგი
📌 91 წლის იტალიელი ჯინა, იღბლიანი ემიგრანტი და საშობაო სუფრა ქართველებისთვის - სამი ამბავი იტალიიდან
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...