რამე არ შეგეშალოთ! - ყელგამოჭრილი დედა-შვილის მეზობლებს, სავარაუდო დამნაშავე ემუქრება

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დედა-შვილი - მოპოვებულია აუდიოჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ხაშურში ემუქრებიან ადამიანებს, რომლებიც მედიასთან ძალადობის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. შშმ პირებზე მოძალადე მეზობლების ნაწილს გაჩუმებას აიძულებს, მეორე ნაწილს კი პირადი ცხოვრებით აშანტაჟებს. ყველა მათგანი გარდაცვლილი დედა შვილის საქმეზე ოქროს მოწმეა.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, მას დაჩი ტაბატაძე მეუღლის სოციალური ქსელის მეშვეობით ღიად დაემუქრა და გაჩუმება მოსთხოვა. მან ხმოვანი შეტყობინებები "პირველებს" მიაწოდა.
"ამხელა ქალი ხარ და მეტი მოთმინება იქონიე, გაიგე შენ? რამე მართლა არ შეგეშალოს შენ! ჩემი ოჯახის სახელს რომ ახსენებ, პირი გამოირიცხეთ, გაიგე? სპირტი იხმარეთ პირში და ისე ილაპარაკეთ! არ გრცხვენიათ მაინც? თქვენ რაც გინდათ, მაგას ვერ მოესწრებით ვერასდროს, მაგრამ მე გაგიკეთებთ მაგას, თქვენ რაც გინდათ! აი, თქვენ ნახავთ, მართლა!", - ამბობს ტაბატაძე ჩანაწერში.
ინფორმაციის გადამოწმება "პირველებმა" თავად დაჩი ტაბატაძესთან სცადა, თუმცა ის მედიასთან არ ჩნდება.
ხაშურში 50 წლამდე მამაკაცს ყელი გამოჭრეს, მოგვიანებით კი დედამისი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილები შშმ პირები არიან.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დედამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, შვილის, 50 წლის მურთაზ მაჩხაშვილის ყელგამოჭრილი ცხედარი აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით მოხუცი ქალი პოლიციამ გამოჰკითხა. მოგვიანებით მეზობლებმა ქალის გარდაცვალების შესახებაც შეიტყვეს. ვენერა ღონღაძე ღამის 12 საათზე ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
პოლიციამ საქმე თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ ვენერა ღონღაძე და მურთაზ მაჩხაშვილი მოკლულები არიან. მეორე ვერსიით, არ გამორიცხავენ თვითმკვლელობამდე მიყავანსაც.
მეზობლები მედიასთან ჰყვებიან, რომ რამდენჯერმე შეესწრნენ ფაქტს, თუ როგორ ძალადობდა ახალგაზრდა მამაკაცი დაჩი ტაბატაძე შშმ პირებზე. მათ თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც 50წლის მამაკაცი გარბოდა და შველას ითხოვდა. ის გარკვეული პერიოდით თავს მეზობელსაც კი აფარებდა.
გარდაცვლილი დედა-შვილის ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.
წყარო: ტვ პირველი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
🔵5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში ჩავარდა, გარდაიცვალა (ფოტო/ვიდეო)
🔵31 წლის ბიჭი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ერთ კვირაში თრომბით გარდაიცვალა… - მამა პეტრე
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...
1741180432
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...