5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში ჩავარდა, გარდაიცვალა (ფოტო/ვიდეო)

მაროკოში, ქალაქ ტამოროთში, 5 წლის ბიჭი ჭაში 5 დღის წინ ჩავარდა. მაშველებმა მისი ამოყვანა შეძლეს, თუმცა, მალევე, ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამაშველო ოპერაციას მაროკოსა და მის ფარგლებს გარეთ უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს და ბავშვს გულშემატკივრობდა.
როგორც ბიჭის მამამ მედიას უთხრა, სახლთან ახლოს, ჭის შეკეთებას ცდილობდა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა. „ყველაფერი თვალის ერთ დახამხამებაში მოხდა, სულ წამით მოვაშორე თვალი“, – ამბობს კაცი.
მიწის ჩაშლის შიშით, მაშველებმა უშუალოდ ჭაში სამუშაო ვერ აწარმოეს და მის გვერდით, მძიმე ტექნიკით გაჭრეს თხრილი. ბავშვი ზედაპირიდან 32 მეტრის სიღრმეში იყო.
ბიჭის სამაშველო ოპერაციას ხუთი დღის განმავლობაში ადგილზე ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა დარგის ცნობილი ადამიანები.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფეისბუკზე წერს: „დღეს მინდა ვუთხრა რაიანის მშობლებსა და მაროკოელ ხალხს, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს“.
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...