რეაგირება იქონიეთ, თორემ თქვენ რომ მოგხვდებათ თავში, არც სმენა დაქვეითებული დაგიცავთ არც სხვა მოსაუბრე და სმენის მქონე ადამიანი - ასლან ჭანიძე

არასამთავრობო ოპრგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე, არასრულწლოვან შშმ პირზე პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხმაურება.
"დემოკრატიულ ქვეყანაში შსს მინისტრი დადგებოდა და ბოდიშს მოიხდიდა. პოლიციელების მხრიდან ძალადობის გახშირებული ფაქტების გამო განცხადებას გააკეთებდა გადადგომის თაობაზე. მაგრამ ეს დემოკრატიულ ქვეყანაში.
საქართველოში მოხდება შემდეგი რამ, სამი ოთხი დღე (კარგ შემთხვევაში) იქნება აღშფოთებული საზოგადოება და შემდეგ გააგრძელებს ჩვეულებრივ რიტმში ცხოვრებას. რადგან ჩვენ ერთჯერადი ემოციებით, ჰეშტეგებით მივეჩვიეთ ცხოვრებას. და ნუ გაკვირდებათ ხვალ ეს პოლიციელი ქუჩაში მოსეირნე დაინახოთ. რადგან ჩვენ საზოგადოებაში ყრუ-მუნჯების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.
ის ბავშვი კი ყრუ, სმენის არმქონე ადამიანია, და არა ყრუ-მუნჯი - ყველაფერს ხდება და უფრო განიცდის ტკივილს, ვიდრე ჩვენ... რადგან დაამცირა ფორმაში გამოწყობილმა მოძალადემ. ხოლო მეორე მოძალადემ, ასევე ფორმაში გამოწყობილმა, ხელის გაუნძრევლად გაანადგურა, რადგან არ დაიცვა ბავშვი.
ყრუ-მუნჯებს ვურჩევ რეაგირება იქონიეთ, თორემ თქვენ რომ მოგხვდებათ თავში, არც სმენა დაქვეითებული დაგიცავთ არც სხვა მოსაუბრე და სმენის მქონე ადამიანი",-წერს, ასლან ჭანიძე.
ამავე თემაზე:
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...