"რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი მაინც თუ წაუკითხავს ამ კაცუნას? აფხაზავასნაირებმა ყუბანეიშვილი უნდა იკითხონ მხოლოდ" - ნინიკო მშვიდობაძე ლადო აფხაზავას აკრიტიკებს

პოეტი ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ლადო აფხაზავას კომენტარს ეხმაურება, სადაც აფხაზავა რეზო ამაშუკელის გარდაცვალებაზე წერს - "წასულა ზეციურ საბჭოთა კავშირში".

"რა უგვანი არაკაცია ეს უდღეური აფხაზავა,

პედაგოგი, რომ ჰქვია და მოსწავლეებს რომ, ვითომ რაღაცას ასწავლის.

რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი მაინც თუ წაუკითხავს ამ კაცუნას? 

აფხაზავამ და აფხაზავასნაირებმა ყუბანეიშვილი უნდა იკითხონ მხოლოდ", - წერს მშვიდობაძე.

ლადო აფხაზავამ, მომხდარიდან მალევე დაწერა, რომ კომენტარი მას არ დაუწერია და მომხდარი გაუგებრობისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის:

"რით ვერ დაიღალა ისე ადამიანი ჩემს მაგივრად, რომ აკომენტარებს.

"სქრინავს " და ავრცელებს, კომენტარებს კი იღებს..

ღმერთმა აცხონოს ეს ადამიანი

არასოდეს ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას, მაგრამ

ამჯერად არა მე არ დამიწერია.

ბოდიში გაუგებრობისთვის", - დაწერა აფხაზავამ.

აღსანიშნავია, რომ აწ გარდაცვლილი პოეტი ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებდა, ხოლო ხელისუფლების სასარგებლოდ ხშირად წერდა სოციალურ ქსელში.  პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში დღეს, 10 იანვარს, გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

"როგორც იესომ სიკვდილზე, შენ გაიმარჯვე ნაცებზე" - ერეკლე დეისაძემ რეზო ამაშუკელის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა

"ნუ ლანძღავთ ხალხო, მე ფქვილში ამოგანგლული წისქვილის ვირთხა შემარქვა, მაგრამ მერე რა... ღმერთმა აცხონოს" - ვახო სანაია

„მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას“ - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელს ემშვიდობება

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741896315

საზოგადოება

ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. „ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს თქვენო უნეტარესობავ...

აა

1741896216

სპორტი

ქართველი მოჭიდავე საბა ჩილაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ჩილაშვილი (130 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომე...

საბა ჩილაშვილი

1741895893

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები დაამარცხა! ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპორტსმენების პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას

გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:26 დაამარცხა! - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, ეს მნიშ...

მიხეილ ყაველაშვილი

1741892145

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. „ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ი...

დონალდ ტრამპი -

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე