რუსეთმა თავის ყოფილ საელჩოსთან აქციის გამო საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა
თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობისა და ამჟამინდელი სექციის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ აქციის გამო, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა.
მისი თქმით, 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა.
რუსულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დაცვისკენ მოუწოდა.
„ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ზაიცევმა.
„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია 26 იანვარს, საღამოს გაიმართა. რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობაზე უკრაინის დროშა წარწერით „დიდება უკრაინას“, ასევე, ნატოს დროშა ფრიალებდა პრორექტორის საშუალებით.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო დოკუმენტის დარღვევას, ფეხქვეშ გათელვას, ახლა საუბრობს იმაზე, რომ თურმე საელჩოს ყოფილ შენობაში შუქი ჩაქრა.
ჯერ ერთი, ჩვენ არც გვინახავს, ჩაქრა თუ არა. თავადაც მარტივად ჩააქრობდნენ და ამას გამოიყენებდნენ საპასუხოდ.ეს აჩვენებს დღევანდელი რუსული ხელისუფლების პოლიტიკის სახეს.
მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტი, პოლიტიკური პოზიციონირება, რაც „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა, არის სწორი, მართალი და საჭირო პოზიცია. რუსეთის რეაქციაც ამაზე მიუთითებს“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი რუსეთის ხელისუფლების განცხადებას.
სხვა სიახლეები:
🔲 ნაზარბაევი ყაზახეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა
🔲 Reuters: რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი ჩააქვს
🔲 შევა თუ არა "ნაცმოძრაობა" პარლამენტში ორშაბათს გახდება ცნობილი
1736699592
მსოფლიოკალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნას იანვრის ბოლოს განიხილავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა სირიი...
1736695909
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ხოშტარიას პოლიციელთან დაპირისპირებაზე: რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური
ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით, - ასე ეხმიანება საქართ...
1736693683
ახალი ამბებიმეუფე შიო: სიყვარული მარადიულია, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში, ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული
„...სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო...
1736690846
მსოფლიოსერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა
სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა. ამის თაობაზე სერბეთის პრეზიდენტმა ოფიციალური ბაქოსგან მიღებული შეტყობინების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ უცნობია, როდის განახლდება გაზმომარაგება. პრ...
1736688376
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი. „მო...