„ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ - თბილისის ზოოპარკი

26 დეკემბერს სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკს პატარა ბოკვერი აჩუქა.

ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩაბარების საკითხებზე ვრცლად ადმინისტრაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

ლომის ბოკვერის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად:

როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? 26 დეკემბერს, დილით ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერი მოიყვანა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ზოოპარკს გადმოსცა.

როგორ გრძნობს თავს ბოკვერი? ზოოპარკის ვეტექიმების შეფასებით ცხოველს კუნთოვანი მასის განვითარების შეფერხებისა და რაქიტის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ცხოველი, იქნება ის საზღვარზე თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამორთმეული, ზოოპარკში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით შემოდის და, ფაქტობრივად, ყოველ მათგანს რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება. მოყვანიდან რამდენიმე საათში ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საჭირო გახდა ინტენსიური ჩარევა და ჩვენი ვეტექიმების რამდენიმესაათიანი ძალისხმევის შედეგად ცხოველის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდა. ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ გარკვეულ მკურნალობას მაინც საჭიროებს და შესაბამისად, ვეტექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

აქვს თუ არა თბილისის ზოოპარკს ცხოველის ჩამორთმევის უფლება? თბილისის ზოოპარკი პასუხისმგებელია ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ჩვენი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ, კერძო პირის ან კომპანიის საკუთრებაში მყოფ ცხოველებზე ჩვენი უფლებამოსილება არ ვრცელდება. ზოოპარკს არ აქვს ცხოველების კონფისკაციის უფლება. ცხოველების კონტროლი და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა. ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას საბაჟო სამსახური აკონტროლებს.სახელმწიფო უწყებების მიერ გარეული ცხოველების ჩამორთმევის შემდეგ ეს ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დროებით შენახვაზე გადმოჰყავთ თბილისის ზოოპარკში. სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს ან შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე ცხოველი ზოოპარკში რჩება.

რამდენად ხშირად მოჰყავთ ზოოპარკში ჩამორთმეული ცხოველები? ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ამ გზით მოხვდა 5 დათვი, 2 მაკაკა, წავი, თუთიყუშები და მტაცებელი ფრინველები. ზემოთ ჩამოთვლილი, კერძო პირების ხელში უკანონოდ მყოფი ცხოველები, ზოოპარკში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე მოიყვანა.

გვჭირდებოდა თუ არა ზოოპარკში ახალი ლომი? თბილისის ზოოპარკში შემუშავებულია კოლექციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, რა სახეობის ცხოველი უნდა გვყავდეს, რისთვის და რამდენი. ჩამორთმეული ცხოველები ზოოპარკისთვის ყოველთვის დიდი პრობლემაა და ამგვარი „სიურპრიზები“ დამატებით სირთულეებს გვიქმნის, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა სახეობა იქნება, რა ასაკის, რა სქესის და ა.შ. მაგალითად, ახლა საერთოდ არ ვიყავით მზად ლომის მისაღებად. ამგვარ შემთხვევებში არ გვაქვს წინასწარ მომზადების საშუალება (იგულისხმება შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და კეთილმოწყობა, კვება, სამკურნალო პრეპარატები და ა.შ.), გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით და იძულებულნი ვხდებით, მივიღოთ ცხოველი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სხვა ინსტიტუცია, სადაც მისი დატოვება იქნება შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოველები განწირულები არიან და მათი მომავალი გაურკვეველია.

და ბოლოს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხოველი არ არის სათამაშო. მაშინაც კი, როცა ოჯახი ძაღლის, კატის, თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველის აყვანას გეგმავს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ფაქტორი: ის, რომ ცხოველს სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო, კვება, ვეტმომსახურება, ყურადღება და სხვადასხვა აქტივობა. გვაქვს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალება? ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ვეღარ უვლის ცხოველს და უწევს მისი გაჩუქება ან, უარეს შემთხვევაში, ქუჩაში გაშვება. გარეულ ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ...  ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში .

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735334796

სოციალური მედია

„მშვიდობა - რუსულია! მართლმადიდებლობა - რუსულია!“ - შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რას უმტკიეს საქართველოს დასავლეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში

 ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ რას უმტკიცებს დასავლეთი  საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში. მისი თქმით, დასავლეთი ა...

ვატო შაქარაშვილი

1735329986

ჰოროსკოპი

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში...

	ჰოროსკოპი

1735325585

სპორტი

კიტეიშვილმა, შესაძლოა, „შტურმი“ იანვარშივე დატოვოს

ავსტრიული მედიის ცნობით, გრაცის „შტურმი“ იანვარში შეიძლება ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს. ქართველმა ფეხბურთელებმა გრაცელებთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, მაგრამ ნათელია, რომ თუ საინტერესო შეთავ...

ოთარ კიტეიშვილი

1735318574

ახალი ამბები

ამინდი უარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

28-დან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.  მოსალოდნე...

ამინდი

1735315561

სოციალური მედია

🎥 „არასდროს დაბერდები, სულ ლამაზი იქნები“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი

ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც ორი ტყუპი გაა...

გარდაცვლილი ორსული