სააკაშვილისთვის, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს დაუსვეს ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გაახმაურებენ.  საბა ბრაჭველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს კვლავ შეუძლოდ გრძნობს და დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას ითხოვს.

„შევხვდი როგორც მკურნალ ექიმ ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. თავად ამბობს პაციენტი, რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი, ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის – ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი. დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ ექვსი საათის შემდგომ შეუძლებელი იყო ფორმა 100-ის ნახვა. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმში მყოფი ნევროლოგი, რომელიც იყო ჩემთან ერთად, არ მეიცა საშუალება, შესულიყო და გასაუბრებოდა პაციენტს და გაცნობოდა დოკუმენტაციას.

მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი ამ მომენტისთვის არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამჟამად სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება - სერგეენკო სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე

🔵VIDEO:"შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი სააკაშვილ-იასკოს სასიყვარულო ურთიერთობაზე

🔵VIDEO: პოლიტიკაში, ალბათ, არასდროს შევალ - ნიკოლოზ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო