საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში, სერბეთში იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარინა რაგუშთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე შეხვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ელვირა კოვაჩს და კომიტეტის წევრებს.
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები მიმოიხილეს. მათ შორის ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს, მათ შორის უახლოეს მომავალში გაიხსნას სრულფასოვანი საელჩოები ორივე ქვეყანაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასა და ამ გზაზე განსახორციელებელი რეფორმების საკითხებზე და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე.
მხარეები მიესალმებიან სერბული ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც ოპერირებას დაიწყებს 15 ივნისიდან და რეგულარულ რეისებს შეასრულებს ბელგრადი-თბილისის მიმართულებით.
„საქართველოსა და სერბეთს საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. პირველ რიგში, ორივენი ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, შიდაპოლიტიკური მსგავსი გამოწვევები. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, უპირობოდ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში. იმედი გვაქვს, უახლოეს თვეებში თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, ასევე სერბეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიქცევა სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ვაჭრობის, ტურიზმის ზრდის პერსპექტივა,“– განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სერბი კოლეგები ოფიციალური საპასუხო ვიზიტით თბილისში მოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეხვდნენ ეუთოს და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებში სერბეთის დელეგაციების წარმომადგენლებს და განიხილეს საპარლამენტო ასამბლეების ფორმატში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.
შეხვედრა ასევე გაიმართა სერბეთის საერთაშორისო პოლიტიკის და ეკონომიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
1743155820
საზოგადოებამამუკა ყურაშვილი მოქალაქეების გაფრთხილებაზე: შეზღუდული ვიყავი დროში და ვერ მოვახერხებდი ამის გაკეთებას, ამას, ჩემგან ასეთ განცხადებას, ცალკე ბრძანება და ნებართვა სჭირდება
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხები განიხილება, 2008 წელს სამშვიდობო ო...
1743155394
ახალი ამბებიეროვნული ბანკი: თითქოს საქართველოში VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, არის დეზინფორმაცია
VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებით გამოეხმაურა. ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რ...
1743154852
სპორტი„გრანადას“ მწვრთნელი წიტაიშვილზე: უდიდეს სამუშაოს ასრულებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა ფრან ესკრიბამ გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წიტაიშვილი გუნდისთვის ბევრ საქმეს აკეთებს, არა მხოლოდ გარემ...
1743153501
საზოგადოებამამუკა ყურაშვილი: არც მე და არც ბატონ გენერალ გოგავას, ერთი ჯილდო არ გვაქვს მიღებული, არის ხალხი ვინც ეს ჯილდოები მიიღო და ფავორიტები იყვნენ უგულავასი იქნებოდა თუ სხვისი ვინმესი
2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს განიხილავს განა...
1743152292
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან არჩილ კალანდიასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ კალანდიას უმასპინძლა. ინფორმაციას...