სამედიცინო პერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა. გვაკლია ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციული თანამშრომლები - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამედიცინო პერსონალის დეფიციტია, რადგან მედიკოსებში კორონავირუსით ინფიცირება, განმეორებიტ ფიქსირდება.
"მეგობრებო, მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ და არანაირ შეღავათს არ ვითხოვ; მით უფრო-არ მსურს წარღვნის სურათი დავხატო- ბევრად უარესი გაგვივლია და ამასაც გადავიტანთ. ფაქტი ისაა, რომ კლინიკებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ძალიანაა მოდებული ვირუსი და სამედიცინო პერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა. გვაკლია ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციული თანამშრომლები. უკვე მეორე წრეზე გავიდნენ ყველა- ზედმიწევნით ფრთხილი ექიმებიც. ძალიან მაღალი რისკის სამსახურია! საბედნიეროდ, ძალიან მძიმედ არავინ გვყავს, მაგრამ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია- საერთოდ პერსონალის, განსაკუთრებით კი ექთნების დიდი გასაჭირია ქვეყანაში. ამიტომ, ბოდიშს გიხდით, თუ სერვისი ყოველთვის იმ მაღალი სტანდარტით ვერ მოგაწოდეთ, როგორიც ჩვენი კლინიკის გამოსარჩევი ნიშანია. მკურნალობას არაფერი დააკლდება, მაგრამ შეიძლება იყოს ცოტათი დაგვიანებები, საჭირო გახდეს დაცდა.
ეს ჩვენთან.. რაც შეეხება კლინიკის გარეთ; მე არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არა მაქვს. პირიქით- უფრო ბუნებრივია კლინიკასა და სამინისტროს შორის ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი. ამიტომ, ორივე მხარე საკუთარ ინტერესებს ვიცავთ და ხშირად არ ვართ ერთმანეთის ქმედებით კმაყოფილი. ანუ, არავითარი ინტერესი მათი დაცვის არ მაქვს. მაგრამ ხომ ვხედავთ ყველანი ერთად, რა მდგომარეობაა ჩვენთან?!! პოლიკლინიკურ- ამბულატორიულ სამსახურში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: საიდან უნდა გაჩნდეს ასე ერთბაშად ქვეყანაში იმდენი ოჯახის ექიმი, რომ ავადობის ამ საშინელ რიცხვს ეყოს!!? წარმოგიდგენიათ, ავადმყოფთა რა რიცხვი მოდის ამ ბოლო დღეებში, ერთ ოჯახის ექიმზე?! ვიყოთ შემწყნარებლები, მომთმენები. ეგებ სხვა ექიმებიც დავეხმაროთ, კეთილი ნებით, გავხდეთ ვოლონტიორები. ჩვენი კლინიკის ექიმები ასე იქცევიან და თითოეული 10-12 ამბულატორიულ ავადმყოფს მართავს სახლში.
დამიჯერეთ, ახალსენშეყრილებს ტელეფონზე ხშირად გპასუხობთ თავადაც ავადმყოფი ექიმი და ცდილობს თქვენზე არ გადმოიტანოს თავისი მინორული განწყობა",-წერს, დავით გადელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ლარის რეკორდი - დოლარი 3-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა
🔵2021 წლის ოქტომბერში მომხდარი ინციდენტის გამო, დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს
1741508138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...