შალვა პაპუაშვილი - ჩვენ უარი ვთქვით ესკალაციაზე წასვლაზე, ორმხრივ სანქციებზე, ანუ, ჩვენი ქვეყნის დანგრევაზე, რის გამოც ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია

 ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, რის გამოც ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და ზოგიც გაბრაზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტაშკენტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციამ ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს არჩევნებში.

„ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც იყო მონაწილე. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე. მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართული.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის, აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა? ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფის თუ ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ იყო გარკვეული მოლოდინები მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. იყო მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშვიდობო პოლიტიკას უწევდა რეკომენდაციას. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, საზღვრები და ცა ჩაგვეკეტა, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, ზოგიერთი ევროპაში გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი – ნაწყენი და ზოგიერთი – გაბრაზებული. ასეთი გარემოებებია, რაც შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. მათ შორის, ვისაუბრეთ, როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებში. გვახსოვს ბალტიელი მინისტრები, რომლებიც აქციებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენით და ვფიქრობ, მათთვის გასაგებია ის ხედვა, რაც წარვუდგინეთ.

ზოგადად, პარლამენტებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა. ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ევროპარლამენტში როცა მიიღება რეზოლუცია, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ და, ამავე დროს, ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებისთვისაც გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნების წაყენება უპასუხისმგებლობაა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბოლოსკენ მიდის და ამ პროცესს ყველა სიფრთხილით აკვირდება, რადგან, ერთი მხრივ, ყველა გულშემატკივრობს უკრაინას, რომ მისთვის რაც შეიძლება დადებითად დასრულდეს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რისკი დიდია და ის იმედები, რაც მათ ჰქონდათ მშვიდობასთან დაკავშირებით, შეიძლება, ასე არ განხორციელდეს. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს, ჩვენი ომი რვა თვის დასრულებული იყო, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები 9 მაისის აღლუმზე წითელ მოედანზე იდგნენ, უკრაინელი ჯარისკაცებიც, ჩვენი ომის შემდეგ. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენდობით, ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს უნდა ვენდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744542012

სპორტი

ბათუმის სპორტის სასახლეში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

ბათუმის სპორტის სასახლეში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 20 ქვეყნის 212 ათლეტი, საქართველოს ღირსებას კი 59 სპორტსმენი იცავს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქ...

ბათუმის სპორტის სასახლეში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

1744540164

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას, ნუ გავხდებით ქვეყნის გამყიდველები, რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ ჩვენ მოვერევით

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ქადაგების დროს ისაუბრა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ვითარებაზე, ასევე სანქციებთან დაკავშირებით....

 მეუფე იაკობი

1744537056

ახალი ამბები

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გზებზე - განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-...

 მოძრაობა აკრძალულია

1744535980

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ხშირად მესმის, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა - არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ, უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე, ეზოში დაკრძალონო

ძალიან ხშირად მესმის სიტყვათა წყობა, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა. არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად, გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ, - ამის შესახებ გიორგი გამ...

გიორგი გამსახურდია

1744533728

ახალი ამბები

თბილისის მერია გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. მათივ...

თბილისის მერია