„გამგეობა წლების განმავლობაში სთავაზობს ამ ადამიანებს ქირით უზრუნველყოფას, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“ - ბესიკ კალაძე გლდანში მომხდარ შემთხვევაზე

გლდანის რაიონის გამგებელი, ბესიკ კალაძე გლდანში, ე.წ. ტიტანიკის კორპუსში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა. გამგებელმა აღნიშნა, რომ კორპუსის მცხოვრებლებს არაერთხელ შესთავაზეს ქირით დაკმაყოფილება, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

"ეს კორპუსი არის ავარიულ მდგომარეობაში, აქვს შესაბამისი კატეგორია მინიჭებული. მოსახლეობასთან წლების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, როგორც წინა გამგებლებს, ასევე მეც. ჩვენი მხრიდან, წლების განმავლობაში, არაერთგზის გაკეთდა შეთავაზება ქირასთან დაკავშირებით.

ინტერვიუ ვნახე ერთ-ერთი მცხოვრებლის, რომელიც საუბრობდა, რომ გამგეობისა და მერიის მხრიდან არ ყოფილა შეთავაზება და ზუსტად იმ ქალბატონთან გაგზავნილი წერილი მაქვს - თავად ამ ქალბატონის ხელმოწერილია, რომ მან ეს წერილი ჩაიბარა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, გამგეობა წლების განმავლობაში სთავაზობს ამ ადამიანებს ქირით უზრუნველყოფას, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ შეთავაზებას," - აცხადებს გამგებელი.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ე.წ. ტიტანიკის ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744656062

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, შემდეგ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს

 ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და გახლეჩილი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც...

 მამუკა მდინარაძე

1744653683

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ მან რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა. „პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მივეცი“, - განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის თარიღი არ დაუკონკ...

დონალდ ტრამპი

1744651954

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, შემდეგ კი ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მიერ განხილული საკითხებიდან, მდინარაძემ ყურადღება გაა...

მამუკა მდინარაძე

1744650963

ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს მორიგი განცხადება გააცნო. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარ...

მამუკა მდინარაძე

1744648343

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: გიორგი გახარია სულ რომ მართალი ყოფილიყო, სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა - ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ, საკუთარი ეგო ანაცვალა ქვეყანას

 „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, გიორგი გახარია სულ რომ...

ზურაბ ქადაგიძე