შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული რენტგენო ინსპექტირების სისტემების თითქოს მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვისა და საინსპექციო სისტემების გაძლიერება/განახლება წარმოადგენს უწყების უმნიშვნელოვანეს მიზანს.
„აღსანიშნავია, რომ ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც კი მუდმივად ხორციელდება ინსპექტირების სისტემების ტექნიკური ზედამხედველობა და მონიტორინგი, რაც ტექნიკის საიმედო მუშაობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას
განაპირობებს.
სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს მათი მუშაობის შეჩერებას (როგორც ერთჯერადად ასევე ხანგრძლივი ვადით) დათვალიერებას/შესწავლას/შეკეთებას, ხოლო შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხდება კვლავ ექსპლუატაციაში დაბრუნება.
სიუჟეტში დასახელებული საავტომობილო რენტგენული ინსპექტირების სისტემა განთავსებულია არა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, არამედ აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე - „ადლიის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ხოლო მისი აუცილებელი შეკეთების შესახებ დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია ღია წყაროებში, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1742404450
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში
საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...
1742402439
სპორტიეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...
1742400576
მსოფლიობინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა
ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...
1742399620
მსოფლიოპუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურე...
1742397312
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ახლა ვნახეთ სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი
მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ბრძანებით და ახლა ვნახეთ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთ...