შესაძლოა, ლექსო ლაშქარავას გატაცებულ ცხედარზე რაღაც მანიპულირება მოხდა - საიას თავმჯდომარე ექსპერტიზის დასკვნაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი:
ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო (!!!), რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.
მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.
ასევე არ მინდა ყურადღებიდან გამომრჩეს ამ ამბის გახმაურების ფორმაც და რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო. ჯერ ის არ იკმარეს, ივლისში უკანონოდ რომ გაავრცელეს ინფორმაცია და ახლაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმებით გააკეთეს იგივე. ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანის მომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის.
ჩვენც, ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი.
რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მას დეტალურად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც გავეცნობით, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება“, - წერს საიას ხელმძღვანელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ - სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, - ამის შესახებ ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.
ამავე თემაზე:
🔵 მოკლული, 5 ივლისს საქართველოში - ლექსო ლაშქარავას unesco-ს სიაში შეტანას ინგა გრიგოლია ეხმაურება
1741892145
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. „ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ი...
1741890044
საზოგადოებაქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...
1741888293
საზოგადოება2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...
1741887911
საზოგადოებაბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა
სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...
1741887745
სპორტიქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...