სიმღერის "იავნანა" ტექსტის ავტორი, ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა

სიმღერის “იავნანა” ტექსტის ავტორი, ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ფოლკლორისტი ამირან არაბული წერს.

ის 66 წლის იყო.

ჩემი ლექსების ახალ კრებულს ოთხშაბათს ლიტერატურის ინსტიტუტის დარაჯთან დაგიტოვებო, შემეხმიანა ერთი კვირის წინ.

ეს იყო ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი…

დღეს გავედი, მოვიკითხე შენი წიგნი და ხელცარიელი შემოვბრუნდი შინ.

ავად მენიშნა.

შენ ხომ ყალბი დაპირება არ გჩვეოდა და სულ ცოტა ხანში ეს უმძიმესი ამბავი შემატყობინეს… ვზივარ, ვფიქრობ და სიტყვა არ მემორჩილება (ალბათ იმიტომ, რომ სიკვდილს ყველაზე მეტად დუმილი შეშვენის!).

ადამიანობაშიც გამორჩეული იყავი და პოეტურ შემოქმედებაშიც.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შენი ერთი ლექსი არაერთი თანამედროვე პოეტის ტომეულებს გადაწონის!..

აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზის სიყვარულით სავსე ლალი გულისაშვილი.

მშვიდობით დაო და მეგობარო.

ადრე თუ გვიან ყველანი მანდ წამომსვლელები ვართ!..“, – წერს ამირან არაბული.

სხვა სიახლეები:

🔳 Reuters: რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი ჩააქვს

🔳 ნაზარბაევი ყაზახეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

🔳 საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი

🔳 Black Sea Arena-ზე OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება

🔳 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს, 70 გააკეთებს - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730814455

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1730810085

საზოგადოება

🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები

ჯდომის ძალიან ბევრი მანერა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ფეხი ფეხზე გადადებული ზის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა, თუმცა არა სასარგებლო, რადგან ეს არ არის ფიზიოლოგიური. ამ დროს არ...

ექიმის რჩევები

1730808526

საზოგადოება

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიამოვნო სიახლეს აზიარებს, სადაც ვკითხულობთ რომ თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს და სამყაროს პატარა ვარდისფერ ლოყები...

ექიმები

1730804369

საინტერესო ამბები

„წითურები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან“ - საინტერესო ფაქტები ჟღალთმიანებზე, რომელთა დღეც 5 ნოემბერს აღინიშნება

5 ნოემბერი წითელ თმიანი ადამიანების საერთაშორისო დღეა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. „გიყვარდეს შენი წითური თმა“ - ეს დღე  ადამიანებს ჟღალი ადამიანების არსებობას ახსენებს და იმას, რომ მათი გარ...

წითურების დღე

1730802373

ჰოროსკოპი

„უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 5 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...

ხათუნა ნოელი