სოზარ სუბარი - რუსულმა თვითმფრინავმა როცა ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს, ალექსანდრე ლომაიამ დასცინა რუსებს, სამიზნეები არ უვარგათო, ნახევარ საათში თვითმფრინავმა ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა

„სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა კომისიაზე განხილული? ამ ეთერებით ვეუბნებოდით მტერს, რას აკეთებდა ქართული ჯარი, სად იყო განლაგებული და რას ბომბავდა. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა პირდაპირ ეთერში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
სუბარმა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის ხელმძღვანელს, პაატა დავითაიას დაუსვა კითხვა.
„გავიხსენებ ერთ ფაქტს, ეს ფაქტი კარგად მახსოვს, რადგან 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა. შემოფრინდა ერთი რუსული თვითმფრინავი, რომელმაც ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. რამდენადაც მახსოვს, გამოვიდა ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი და დასცინა რუსებს – სამიზნეები არ უვარგათ, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ამის შემდეგ, ნახევარ საათში შემოფრინდა მეორე თვითმფრინავი და ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა. ამის შედეგად კი ის ზოლი ააფეთქა. აი, ასეთი პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის, რუსები როგორც იტყვიან „ნავოდკების“ მიცემა, განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე და თქვენი, როგორც მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელის აზრით, არის თუ არა დასჯადი ღალატი პირდაპირ ეთერში. გვახსოვს, შოთა უტიაშვილს რომ რუკები ჰქონდა გამოფენილი და აჩვენებდა მტერს, თუ სად იყო და რას აპირებდა ქართული ჯარი. თქვენ, პრაქტიკულად, დაადასტურეთ ეს ფაქტი. ჟურნალისტი რომ შეცდომას უშვებს ერთია და როცა ამას სახელმწიფო მოხელე აკეთებს, იქნება ეს უშიშროების საბჭოს მდივანი თუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – მიმართა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე პაატა დავითაიას.
1743236734
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს....
1743235706
ახალი ამბებივოლსკი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: გამოკითხულთა ძალიან ბევრმა ჩვენებამ დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, საგამოძიებო კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და „ქვეყნის წინაშე კვლა...
1743234945
ახალი ამბებივარკეთილში ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. არსებული ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მოხუცი ქალბატონია. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,...
1743233554
ახალი ამბებიბოლო რვა თვის განმავლობაში საქართველოდან 93.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გარემოს დაცვი...
1743232157
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალ...