"თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს" - ელენე ხოშტარია

"დროა"- ს ლიდერი ელენე ხოშტარია მე-7 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

იგი პარლამენტის შენობაში იმყოფება, სადაც რამდენიმეჯერ სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, შიმშილობას არ შეწყვეტს, თუმცა თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, იგი წამლებს მიიღებს.

"მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებდი მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ მოეხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. მე ვაგრძელებ შიმშილობას. ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. მე არ ვაპირებ დანებებას, შიმშილის შეწყვეტას, არ ვაპირებ არც სიკვდილს. მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით", - განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. იგი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, და აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ არ იქნება ოპოზიციის მოთხოვნები დაკმაყოფილებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "ნაციონალური მოძრაობა" 19:00 საათზე პარლამენტთან მორიგ აქციას გამართავს

🔲 "გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა" - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი