"ნაციონალური მოძრაობა" 19:00 საათზე პარლამენტთან მორიგ აქციას გამართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის სამინისტროსთან, სიტყვით გამოსვლისას მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეიკრიბონ.

"მნიშვნელოვანია, შვიდ საათზე ჩვენ და კიდევ ძალიან ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე, პარლამენტთან", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ გამოაცხადა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სამი მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილიან, სამოქალაქო კლინიკაში, წართმეული არჩევნების დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანას აპროტესტებდნენ. მიხეილ სააკაშვილი, მისი უფლებადამცველები და თანამებრძოლები მიიჩნევენ, რომ გლდანში ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და უსაფრთხოება სათანადოდ ვერ იქნება დაცული.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს. 

ამავე თემაზე:

🔲 ოპოზიციის ლიდერები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

🔲  "გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა" - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740940730

მსოფლიო

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...

 მარკო რუბიო

1740940672

სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...

რაგბი რაგბი

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი