თუ გვსურს 2022 წელს რამე შეიცვალოს, პოლიტიკურმა ოპოზიციამ პრიორიტეტები უნდა შეცვალოს - თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკის ანალიტიკოსი და გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს  განცხადებას  სოციალურ ქსელში, ვრცელი  პოსტით ეხმაურება და წერს, რომ  2022 წელს ცვლილებების გასატარებლად, ოპოზიციამ პრიორიტეტები უნდა შეცვალოს. 

„შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებების ენას თუ გავაანალიზებთ, იმასაც დავიჭერთ, რომ განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც სისტემურ პრობლემას ეხება.

მაგრამ, როგორც არ უნდა დამძიმდეს შეერთებული შტატების ენა საქართველოს მთავრობასთან მიმართებით, არაფერი შეიცვლება და ივანიშვილის რეჟიმს კარტ ბლანში ექნება მანამდე, სანამ ადგილზე მისი დემოკრატიული ალტერნატივა არ გაჩნდება.

[სიკეთისკენ] არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ საქართველოში არ გაძლიერდება ის ოპოზიცია, რომელსაც თანმიმდევრული, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მესიანიზმისგან სრულიად დაცლილი, პროგრესული დღის წესრიგი აქვს.

თუ გვსურს 2022 წელს რამე შეიცვალოს, პოლიტიკურმა ოპოზიციამ პრიორიტეტები უნდა შეცვალოს.

ჩვენ მისიონერებად უნდა ვიქცეთ და მაშინ, როდესაც ხელისუფლება დემოკრატიას ანადგურებს, დემოკრატიის მხარდაჭერა, დემოკრატიაში რწმენა გავაფართოოთ.

მხოლოდ ძლიერ დემოკრატიულ მოძრაობას ექნება დასავლეთის ის მხარდაჭერა, რაც ადგილზე, ვითარებას რეალურად შეცვლის.

სანამ ეს მოხდება, წინსვლა არ გვექნება – უკან ვივლით” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵იტალიაში, რუსეთის მოთხოვნით, უკრაინელი რეჟისორი დააპატიმრეს

🔵იაშვილის კლინიკაში კოვიდით 1 თვის ბავშვი გარდაიცვალა

🔵ძლიერი ყინვა და თოვა – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736487831

ახალი ამბები

„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია“ - ლევან მაჭავარიანი

„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი

1736485509

მსოფლიო

ილონ მასკი: ვფიქრობ, დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის საკითხს ძალიან სწრაფად გადაწყვეტს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის საკითხს ძალიან სწრაფად გადაწყვეტს. „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს ამ კონფლიქტ...

ილონ მასკი

1736451530

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

 სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 10 იანვარს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. როგორც კომპანია თელასში აცხადებენ, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის რაიონი გადაუ...

შუქი

1736445317

ახალი ამბები

ავტომობილის გატაცების ბრალდებით ნელსონ მანდელას შვილიშვილი დააკავეს

 სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ავტომობილის გატაცების ბრალდებით ხუთი პირი, მათ შორის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას შვილიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია...

ნელსონ მანდელა

1736443815

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის  რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი...

თავდაცვის მინისტრი