თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 9 პირი.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 12 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი: 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.ბ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ., 1974 წელს დაბადებული დ.შ. და 1973 წელს დაბადებული ე.ვ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ო. -ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 41 ვაზნა და მჭიდი. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ო.ე.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 15 ვაზნა და მჭიდი.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულში, უცხო ქვეყნის მოქალაქის 2001 წელს დაბადებული დ.ჰ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ვაზნა და მჭიდი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 15 ვაზნა ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
1736496459
მსოფლიოBloomberg: ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ინაუგურაციამდე ცდილობს
ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე შეხვედრა მოაწყოს, - წერს Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ო...
1736494353
სპორტიTHE ATHLETIC: ლივერპული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ერთვება
„ნაპოლის„ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში „პსჟ“-ს შემდეგ, „ლივერპულიც“ ერთვება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, „მერსესაიდელებს“ კვა...
1736491024
მსოფლიორა ვითარებაა ამ დროისთვის ლოს-ანჯელესში
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი და არიან დაშავებულები. გაცემულია 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება. ამ დროისთვის მეხანძრეე...
1736489658
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოეს დღეების პროგნოზი
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში...
1736487831
ახალი ამბები„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია“ - ლევან მაჭავარიანი
„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...