უკრაინის მხარდასაჭერად, თბილისში აქცია გაიმართება

დღეს, 23 იანვარს, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები.

აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინის საელჩოს ღია წერილით მიმართავენ და საელჩოს თანამშრომლებს აქციაზე იწვევენ.

„მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰიბრიდული აგრესიის რისკის ზრდამ ღრმად შეაშფოთა ქართველი ხალხი. ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია იმის ყურება, თუ როგორ მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. საქართველო იზიარებს ამ ტრაგიკულ რეალობას. რუსი სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და მკვლელობა კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.

მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს.

ძალიან ვაფასებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვადასტურებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია.

გვსურს მოგიწვიოთ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე უკრაინის საელჩოსთან, კვირას, თბილისის დროით 16:00 საათზე. მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები. თქვენი აქციაზე დასწრება ხელს შეუწყობს ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრირებას და გაუგზავნის მსოფლიოს მკაფიო მესიჯს, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ქალი მეუბნება, დედაშენმა კიევიდან ჩამოგიყვანაო" - ბაია დვალიშვილი

🔵"თითქოს ქართველებმა საფრანგეთის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი მოიპარეს, სინამდვილეს არ შეესაბამება" - ნუგზარ სულაშვილი

🔵"ემიგრაციაშიც გეძებ დედი, იქნებ მოგკრა თვალი სადმე დედიკო და ჩაგიხუტო... რა ვქნა, ყველა ჩემი შვილი მგონია" - ემოციური ისტორია სოციალური გვერდიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736699592

მსოფლიო

კალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნას იანვრის ბოლოს განიხილავს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა სირიი...

მსოფლიო

1736695909

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ხოშტარიას პოლიციელთან დაპირისპირებაზე: რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური

ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით, - ასე ეხმიანება საქართ...

პოლიტიკოსები

1736693683

ახალი ამბები

მეუფე შიო: სიყვარული მარადიულია, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში, ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული

 „...სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო...

ლლლ

1736690846

მსოფლიო

სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა

 სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა. ამის თაობაზე სერბეთის პრეზიდენტმა ოფიციალური ბაქოსგან მიღებული შეტყობინების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ უცნობია, როდის განახლდება გაზმომარაგება. პრ...

სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა

1736688376

ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი. „მო...

იტალია