ვცდილობ არ აგყვე ლანძღვაში, ახლა ქოცტროლებიც შემოლაგდებიან ჩემგან შენს დასაცავად - ალეკო ელისაშვილი VS ნინო ჯანგირაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი და პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტელეკომპანიების „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
ელისაშვილი ტელემაუწყებლებს, სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს, ხოლო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას ელოდება. მისი თქმით, ტელეკომპანიებმა მისი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, არასწორად გააშუქეს.
„შევიტანე საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გუშინ რაც იკადრეს ტვ პირველმა, კავკასიამ და ფორმულანიუსმა იმასთან დაკავშირებით. ტაბულა-ს როგორც ჩანს არაფერი დაუდია შესაბამისად ტყუილად ვლანძღე და ბოდიშს ვუხდი ამ რედაქციას. იმედი მაქვს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დროულად და ობიექტურად შეისწავლის ამ საკითხს და შესაბამის სახელს დაარქმევს იმას რაც TV Pirveli News • ტვ პირველი მა და ჩემდა ძალიან სამწუხაროდ ტელეკომპანია კავკასია-მ იკადრეს. იმედი მაქვს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ამ ტელევიზიებში მომუშავე იმ კონკრეტულ ნაძირალებს, რომლებმაც ჩემი სიტყვები სრულად შეგნებულად, სრულიად საპირისპიროდ წარმოაჩინეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ველი თქვენს დროულ და ადეკვატურ რეაგირებას“
ალეკო ელისაშვილს პოსტზე ტვ „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა უპასუხა:
„ვცდილობ არ აგყვე ლანძღვაში. მიხარია რომ ქარტიაში შეიტანე საჩივარი. კარგი ადგილია პროფესიული დისკუსიისთვის და არგუმენტების წარსადგენად. შევხვდებით ქარტიაში. იმედია კავკასიისთვის ბოდიშის მოხდა არ გაგიჭირდება.“
ალეკო ელისაშვილი:
„ა, ესეიგი მე მაქვს იქით მოსახდელი ბოდიში ხო? რა საინტერესოა. ყოჩაღ თქვენ ნინო! ყოჩაღ“
ნინო ჯანგირაშვილი:
„დანარჩენი ქარტიაში ალეკო, თორემ ახლა ქოცტროლებიც შემოლაგდებიან ჩემგან შენს დასაცავად და ისეთი ამბავი დატრიალდება აქ, მგონი არ ეკადრება ჩვენს წარსულ მეგობრობას.“
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკაში წასვლამდე, „კავკასიაში“ ჟურნალისტად მუშაობდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵FAO: მცენარეული ზეთის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
🔵NATO: ავიაგამანადგურებლებმა ნორვეგიის საჰაერო სივრციდან რუსული ბომბდამშენები გააძევეს
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...
1741596355
ახალი ამბები„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი
„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...
1741595218
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე
„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...
1741593094
სპორტიქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს
გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...
1741591007
ახალი ამბები„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი
„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...