ზუსტად ასეთ ბატონებს ვეძახი მე "უნიტაზის ექსპერტებს"!-გიორგი ფხაკაძე იაგო ფრანგიშვილს უპირისპირდება

ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად და 99,9% დაცულია კოვიდისაგან, ესაა კოვიდგადატანილი.

მწვანე თუ რა ფერის იქნება პასპორტი, ეს აუცილებელია, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ალტერნატივას, ანუ ტესტირებას და უარყოფითად დატესტილი სწრაფი ტესტით სრულიად თანაბარი უნდა იყოს პასპორტიანისა, არ ითვლებოდეს ასევე მისაღებად”, – ამის შესახებ ექიმი იაგო ფრანგიშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“ნებისმიერი აცრილი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი და აქ თუ თვალის დახუჭვა მოსულა და მიღებულად ითვლება საზოგადოების მიერ, ასევე მიღებულად უნდა ჩაითვალოს უარყოფითად დატესტილის თავისუფლებაც.

ანტიგენის სწრაფი ტესტი ძალიან ეფექტურია ვირუსის რაოდენობრიობის მიზნით – თუ ტესტი უარყოფითია, და თუ ადამიანი ატარებს პირბადეს ახლო ურთიერთობაში,

კორონას გადადების შანსი ნულია.

სანამ საქართველოში კითხვის და დისკუსიის საგანი არ გახდება კოვიდ პაციენტის კატასტროფული მართვა და სანამ არ მოხდება კოვიდთან მიმართებაში ექიმების მხრიდან უსაშინლესი პოლიმედიკაციის პრაქტიკის შეცვლა, მანამ ყველას ვურჩევდი ან აცრას და ან სიფრთხილეს, მინიმალურ ჰიგიენას, ან ორივეს ერთად.

ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად და 99,9% დაცულია კოვიდისაგან, ესაა კოვიდგადატანილი.

დარწმუნებული იყავით აბსოლუტურად ყველა – ან გქონდათ კოვიდთან კონტაქტი და ან მომავალი სამი თვე და ყველას ექნება. წარმოუდგენელია, რომ აეროზოლური ვირუსი რაიმე ფიზიკურ მედიკამენტური საშუალებით არ მოგეკაროს.

ეს არ ნიშნავს დაავადებას და ეს არ ნიშნავს სიმპტომებისას ჰოსპიტალიზაციას.

კოვიდის დროს უმთავრესად გასათვალისწინებელია ის, რაც შეიძლება კოვიდით იქნას პროვოცირებული და რასაც უნდა ის მკურნალობა, რომელიც კოვიდამდე ვიცოდით.

ერთადერთი დაგვიანება კოვიდის დროს არის მხოლოდ ის, რომ არ ითვალისწინებ ცნობილ დაავადებებს.

რას გავაკეთებდი მე რომ საქართველოში ვიყო და ამ ვექტორული თუ მრნმ ვაქცინებით აცრის პანიკურად მეშინოდეს?

არის ალტერნატივა და ძველი მეთოდით დამზადებული აცრა, სინოვაკ სინოფარმი, რომელიც დაავადების სიმძიმეს ნაღდად ამცირებს.

თუმცა, სანამ კოვიდის კატასტროფული მართვა არ შეიცვლება და არ გამოსწორდება,

მანამ ასე გაგრძელდება სიკვდილიანობა და განსაკუთრებით კი დაბალი ასაკის ადამიანთა სიკვდილიანობა, იმ დრომდე, როცა მოსახლეობის მინიმუმ 70% არ მოიხდის კორონას. დღეის მონაცემებით 900.000-მდეა ცნობილი კოვიდგადატანილი და იმ 70% ზრდასრულისაგან არც ისე შორს ვართ“, – დაწერა ფრანგიშვილმა სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ პოსტს “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება, სადაც ფრანგიშვილის შეფასებას მკაცრად აკრიტიკებს.

“ვკითხულობ ამ სტატიებს და ვხედავ, ვერ არის ჩვენი საქმე კარგად. აქეთ რუსი ოკუპანტების პროპაგანდა თავისი ქართველი სატელიტებით და მე-5 კოლონით, ცალკე ქართველი “ვაი ექსპერტები” და იქეთ ხომ, საერთოდ, “ქართველები უცხოეთში” (მეც ამ კატეგორიაში გავდივარ, ალბათ, ნაწილობრივ). ქართველები მთელი მსოფლიოდან, ზოგი გერმანიიდან, ზოგი ამერიკიდან, ზოგი ჯანდაბიდან, რას ბოდიალობენ, კაცმა არ იცის (ყველა არა, რა თქმა უნდა)…

უცხოეთში თუ არის ექიმი, არ ნიშნავს, რომ მან “ყველაფერი იცის”. მან იცის თავისი ვიწრო სპეციალობა ან/და თავის საავადმყოფოს ფარგლებში თუ რა ხდება. რეალობაში კი ისიც არ იციან, მაქსიმუმ თავისი დეპარტამენტის ფარგლებში აქვთ კომპეტენცია და ექსპერტიზა.

ახლა ვკითხულობდი ამ ბატონის პოსტს და მეცნო სურათი და ფრაზები. ათასობით ანტივაქსერი რომ მყავს დაბლოკილი, საკმაოდ ხშირად იყო ამ ბატონის სურათები/სტატიები და რიტორიკა/ფრაზები.

გავიგეთ, რომ არაკომპეტენტურია, რასაც საუბრობს (ალბათ, თავის ვიწრო სპეციალობაში კარგი ექიმია) და ამას ემატება ის, რომ უბრალოდ მავნებლობას სჩადის. ასეთი მანიპულაციური სტატუსების ტირაჟირება რა ვიცი…

პროფესიონალი როცა წერს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას, უბრალოდ, ზრდილობის საკითხია, წყარო მაინც რომ მიუთითოს კარგი იქნება.

რას ნიშნავს – “ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვიდისგან, ესაა კოვიდგადატანილი?!” სად არის წყარო?! სად არის კვლევები?! რას ბოდიალობს?! დაესიზმრა?! არაერთი ათეული კვლევა დევს ჩემს “ფეისბუქზე” თავისი წყაროებით, რომ კოვიდგადატანილი არ ნიშნავს კოვიდისგან დაცულს!

ზუსტად ასეთ ბატონებს ვეძახი მე “უნიტაზის ექსპერტებს”!

ამოვიდა ყელში კოლეგიალობა! ყველაფერს აქვს საზღვარი! შეიძლება, შეგეშალოს, შეიძლება, რაიმე გამოგეპაროს, შეიძლება, ბოლო სიახლის წაკითხვა, ვერ მოასწრო, მაგრამ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ეს არის ერის წინაშე დანაშაულის ჩადენა!

საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე კოლეგებს მივმართავ – ჩვენი სამშობლო არის გასაჭირში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში! ვინც ვერ გაიგო, განვმარტავ: კარდიოლოგმა – კარდიოლოგიაში, ქირურგმა – ქირურგიაში, პედიატრმა – პედიატრიაში, ეპიდემიოლოგმა – ეპიდემიოლოგიაში.

საქართველოში ისედაც საკმარისი “ყველაფერჩიკები” არიან“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵არაეროვნული ...რადენად შეურაცხმყოფელია უკვე მისი დაცვა - ნინო წილოსანი

🔵ლაშა, გენიალურო, შენს წერილს შემოვინახავ როგორც უძვირფასეს რელიკვიას ჩემი არქივისთვის - მიხეილ სააკაშვილი

🔵აშშ-ში "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული პირი სრულად ვაქცინირებულია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736419623

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს. „მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემ...

მამუკა მდინარაძე

1736419591

საზოგადოება

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“ - მამუკა მდინარაძე

სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმ...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1736418847

ახალი ამბები

„შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია“ - მამუკა მდინარაძე

„საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია,...

მამუკა მდინარაძე

1736416468

საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო...

ბაქო

1736414744

ახალი ამბები

სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს შესაბამისი...

არარატ მირზოიან