„ასეთი იყო ის დღეები. ის ომი. ომი, რომელშიც გავიმარჯვე. ამ გამარჯვებისაც მოგიყვებით ოდესმე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მაგრამ ყველაზე საშინელი და მტანჯველი მაინც აკვიატებული ფიქრებია. შიში და ფიქრები. სადაც უნდა გაიქცე, ყველგან მოგდევენ, გეწევიან, ერთმანეთს ამრავლებენ ასეთი ფიქრები და ერთმანეთზე საზარლები არიან.

ჭერზე თვალებმიბჯენილს წამით ჩაგეძინება და გესიზმრება რაღაც ჩვეულებრივი, უაღრესად ჩვეულებრივი ამბავი. უკიდურესად ბანალური. ისეთი, როგორიც ადრე იყო ცხოვრება რომელიმე ჩვეულებრივ დღეს და გინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს მონატრებული კადრი. მაგრამ სიზმარი მთავრდება მალე. გულის ხმა გაღვიძებს. გგონია, ჰა და გასკდება. იღებ თავთან გამზადებულ ტრანკვილიზატორს.

სვამ. ერთი რას მეყოფა - ეუბნები საკუთარ თავს ხმამაღლა და თითქოს ებოდიშები - ეს ერთიც და მეტი აღარ. მაგრამ მერე მეორე. მესამე. ხან მეოთხეც. მოდის ბურუსი. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ბურუსში განა ფიქრი იბინდება, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს. კიდევ უფრო ცხადია ყველა სიუჟეტი, აჩემებულ ობსესიებს რომ ახლავს. სვამ მეხუთეს. მეექვსეს. და თენდება.

დილები ცალკე ჯოჯოხეთია. თითქოს გულთან რაღაც გაწვება. რაღაც უცნაური და უსახელო. დგები. სამსახურში უნდა წახვიდე. სამყარო ცალკეა და შენ ცალკე. მაინც დგები და მიდიხარ. ამ შენი ფიქრებით და განგაშით. იცი, რომ შეგხვდებიან ადამიანები და გეტყვიან - ივარჯიშე და გამხიარულდი, რომ დეპრესია და შფოთვები ზარმაცების ფუფუნება და სხვანი.

,,თავი ხელში აიყვანე" გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ, რომც მოინდომო.

ასეთი იყო ის დღეები. ის ომი. ომი, რომელშიც გავიმარჯვე. ამ გამარჯვებისაც მოგიყვებით ოდესმე“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მძიმე ისტორია: „მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი“ - ქალი ქმარმა ემიგრაციაში ჩვილ შვილთან ერთად მიატოვა

🔵 „საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714237741

ახალი ამბები

„ევროპარლამენტმა „ენჯეოების“ წერილის საფუძველზე 2016 წელს მთავრობას რეკომენდაცია მისცა, პატრიარქისთვის საჯაროდ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება შეეზღუდა“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონი...

ალექსანდრე გალდავა

1714235283

ახალი ამბები

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სულამანიძე ფინალურ ორთაბრძოლაში ინდივიდუალური ათლეტის სახელით მოასპარეზ...

ილია სულამანიძე

1714235040

სოციალური მედია

„გთხოვთ, დამეხმაროთ 2 გოგოს პოვნაში, რომლებიც წელს ამთავრებენ სკოლას და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის“ - ელისო ყეინიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელისო ყეინიშვილი სტატუსს აქვეყნებს და ეძეს 2 გოგოს, რომლებიც სკოლას წელს ამთავრებენ და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის.  „ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, დამ...

 ელისო ყეინიშვილი

1714230963

ახალი ამბები

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექაურმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა და საქართველო...

ძიუდოისტი ლაშა ბექაური

1714226420

სოციალური მედია

ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტელეწამყვანს მამა გარდაეცვალა.  „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებ...

ნანიკო ხაზარაძე