მძიმე ისტორია: „მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი“ - ქალი ქმარმა ემიგრაციაში ჩვილ შვილთან ერთად მიატოვა

exclusivetv.ge კიდევ ერთ ისტორიას გიამბობთ, რომელიც საკმაოდ მძიმე წასაკითხია, თუმცა რეალობაა. ამჯერად ემიგრაციაში მყოფი, ახალგაზრდა მარტოხელა დედა დაგვიკავშირდა.
„მე გიკავშირდებით იმიტომ, რომ გიამბობთ ზღაპრის ბოლო ყველასთვის კეთილი არ არის. ეს წლების წინ დაიწყო:
სტუდენტი ვიყავი, როცა მშობლები მიყოლებით გარდაიცვალა, ვერ გაუძლეს უერთმანეთობას და დავრჩი სტუდენტი დედისერთა გოგო მარტო ცისა და მიწის ანაბარა. ჯგუფელს ხშირად აკითხავდა ქუთაისელი, ძალიან სიმპათიური ტიპი, ვერ ვიტყვი მთლად ჩაცუცქული, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი ნიკა. სიმონ - მისი ლექსიკის მთავარი სიტყვა იყო და დაიწყო იყო და არა იყო რა, ვიყავით მე და ის, ჩემი ცა უკვე ქუდად აღარ მიმაჩნდა და მიწა ქალამნად.
მასზე უკეთესი დედამიწაზე არავინ დაიარებოდა, შემიყვარდა ისე, როგორც თავად სიყვარული, ფერადი და გამჭვირვალე.
სიმონ, ხომ იცი ჩემი სიცოცხლე ხარ, გავყიდოთ აგი ბინა და ვიცხოვროთ ევროპაში კაცურად, ევროპაში კი არა მარსზე წავყვებოდი, გავყიდეთ, ავიკარით გუდა-ნაბადი და წავედით პოლონეთში, მაქანე წასვლა უფრო მარტივია სიმონ....
ჩავედით 80 ათასი დოლარით, ჩემი მშობლების სული თან გავიყოლე, ვიცოდი თუ გამიჭირდებოდა იმ სულსაც მე დამითმობდნენ. ვიქირავეთ ბინა, გავხდი ფეხმძიმედ და შემეძინა ისეთი ბიჭი, ისეთი სიყვარულის ნაყოფი, რომ გავიფიქრე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი, მე ხომ ერთი ჩვეულებრივი 20 წლის სამშობლოს მოწყვეტილი გოგო ვიყავი.
სამი თვის იყო ჩვენი შვილი, როცა მეუღლემ მითხრა, 3 დღით უნდა წავიდე სიცოცხლე, აბა თქვენ იცით ჩემი სული თქვენ გაბარიათო.
პროდუქტებს ამოვიტან უცებ, გავიფიქრე, მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი, რომელიც დატოვა. პირველი რაც აზრად მომივიდა ფანჯარა გამოვაღე, გადახტომა არც მიფიქრია, უბრალოდ განიავება მომინდა იმ ცხოველის, რომელიც ჩემი აღარ იყო.
დავრჩით მე და მისი ნაგლეჯი, რომელიც არ ვიცოდი უნდა მყვარებოდა, თუ მძულდა უკვე, თუ შევიძულებდი. ხვალ ზეგ არ ვიცოდი, არც ერთ შაბათს, ცხრა შაბათს უკვე პარიზში ვიყავით, მიგვიღეს, ჩავბარდით, გაგვათბეს, გვაჭამეს და მას შემდეგ 8 წელი გავიდა.
ჩემი ბიჭი უკვე დიდია, რომელსაც ამოვგლიჯე ყველანაირი ნიკა, ვუთხარი რომ მამა გარდაიცვალა, მდინარეში გადაიჩეხა და გვამიც ვერ იპოვეს, მერე კაცობაში საფლავის ძებნა რომ არ დაეწყო, ასე დავამთავრე კეთილი ზღაპრის ბოლო ფურცელი.
ახლა, ვფიქრობ, სულ ვფიქრობ როგორი კაცი დადგება, ვინ იქნება, უნდა მიყვარდეს თუ არა საერთოდ მამაკაცი, და საერთოდ ყველა მამაა კაცი?
გამოაქვეყნეთ იქნებ სადმე გადააწყდეს ამ ისტორიას და იცოდეს ჩვენ უკვე ფრანგები ვართ სხვა სახელებით და გვარებით, რომ მისი სული არსად შეგვხვდეს, ვისი სული გსურს?
არავისი ბატონო, ჩვენ ისედაც უსულოები გაგვხადეს, და ჭირი აქა და ლხინი იქა...“, - მოგვწერა ემიგრაციაში მყოფმა მარტოხელა დედამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1743964062
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“
ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვით, რომელსაც ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი და მი...
1743961730
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს გასაქანი არა აქვს
მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენ...
1743958867
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით
სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯ...
1743956546
ახალი ამბებითბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
GWP-ის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, სამგორის რაიონში დაგეგმილია აუცილებელი ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება. ასევე წყალი შეზღუდვით მიეწოდება ჩუღ...
1743953662
მსოფლიოწყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 24 საათის განმავლობაში რეგიონში რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობასთან ერთად...