დავით ჩიხელიძე: ჯოლანის მიმართ კეთილგანწყობა რეალურად სირიაში არსებული ნავთობით და მისი სატრანზიტო პოტენციალით არის გამოწვეული, სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია, როცა საქმე ნავთობს და დიდ ფულს ეხება

 სირიის ახალი ლიდერი და კოლექტიური დასავლეთის ორმაგი სტანდარტი. ტერორისტი რომლის „თავი“ 10 მილიონი ღირდა, დღეს დემოკრატიის უპირველესი გამავრცელებელია, მსოფლიო ლიდერები კი მასთან შეხვედრას ჩქარობენ! ვინ არის აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანი ტერორისტი თუ დასავლური ტიპის, დემოკრატი ლიდერი?.....- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს.

მისი თქმით, სირიას აქვს პოტენციალი, საკუთარი ნავთობით მოამარაგოს ევროპა.

„8 დეკემბერს, სირიის მმართველობისთვის, თითქმის ათი წლის წინ დაწყებული ბრძოლა რამდენიმე დღეში დასრულდა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანმა, მეამბოხეებთან ერთად ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კი ქვეყნიდან გაიქცა, ჯერ კიდევ გუშინ ტერორისტად აღიარებულმა აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანმა, წვერი ოდნავ შეისწორა, სამხედრო ამუნიცია პიჯაკით ჩაანაცვლა, სახელად აჰმედ ალ-შარა დაირქვა და დემოკრატიის შუქურად გამოცხადდა....

 სირიის დე ფაქტო ლიდერს უკვე შეხვდნენ იტალიის მთავრობის წარმომადგენლები, მასთან შეხვედრა გამართა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, დღეს კი სირიაში აჰმედ ალ-შარასთან შესახვედრად გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გაემგზავრნენ.

 რამდენიმე სიტყვა აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის წარსულის შესახებ, შორეულ 2003 წელს ჯოლანი, აშშ-ს წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყში გადავიდა, სადაც ის დაატყვევეს და ერაყის ციხეში ჩასვეს, ციხიდან გამოსვლის შედეგ ჯოლანი ჯერ კიდევ 2011 წელს დასახელდა

ISI-ის ახალი სირიული შტოს, ჯაბჰათ ალ-ნუსრას (JN) ლიდერად, რომელმაც თავისი არსებობა ოფიციალურად 2012 წლის იანვარში გამოაცხადა. იმავე წლის დეკემბერში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჯაბჰათ ალ-ნუსრას (JN)“ ტერორისტულ ორგანიზაციათა რეესტრში შეიყვანა. რაც კარგად წარმოაჩენს JN-ის სიძლიერეს. „ჯაბჰათ ალ-ნუსრმა-(ლიდერი ჯულანი) სირიაში შესვლიდან ერთი წლის თავზე, პასუხისმგებლობა აიღო სირიაში განხორციელებულ 600-მდე თავდასხმაზე(მათ შორის 40 განხორციელდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ) 2013 წელს

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯოლანის (აშშ დოკუმენტებში ხშირად მოიხსენიება როგორც "ჯავლანი") შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის/ლიკვიდაციისთვის 10 მილიონიანი ჯილდო დააწესა....

2017 წელს სირიაში რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი-რომელიც დღეს სირიის მთავრობას წარმოადგენს.

 სირიაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ჯოლანის რიტორიკა შეცვლილია, ის ცდილობს დასავლური ტიპის ლიდერად წარმოჩნდეს, მან ისიც კი განაცხადა რომ „მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა“ მიუხედავად ჯოლანის განცხადებისა, რომ ქვეყანაში შესაძლოა შემდეგი 4 წლის განმავლობაში არჩევნები არ გაიმართოს, (რადგან ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ინფრასტრუქტურა არ არსებობს) ის მაინც დემოკრატია...

ჯოლანი მომხრეა შერიგების და სასტიკად ეწინააღმდეგება რეპრესიებს, ის ცდილობს დაივიწყოს და ხალხს დაავიწყოს საკუთარი წარსული...

აქვე საინტერესო პარალელი, 2021 წელს ავღანეთში ხელისუფლებაში მოსული თალიბები აცხადებდნენ, რომ ისინი სრულიად შეიცვალნენ, მხარს უწერდნენ დემოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებულ მმართველობას, იყო დაპირება, რომ დაიცავდნენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ავღანეთში დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები და იარსებებდა დამოუკიდებელი მედია...

შედეგი ყველამ ვნახეთ, თალიბებმა ავღანეთში არცერთი დაპირება არ შეასრულეს და დღეს მათი მმართველობა დიქტატორულია... სირიაშიც ანალოგიური პერსპექტივა არსებობს... მიუხედავად ჯოლანის სიტყვებისა დასავლეთის საღად მოაზროვნე ნაწილი ფიქრობს რომ, ის (ჯოლანი) ძველი ღვინოა, რომელიც ახალ ბოთლში ჩამოასხეს, მიუხედავად რებრენდიგისა ის არსებითად არ შეცვლილა და მისი მმართველობის გამყარების პარალელურად, სირიაში რეპრესიების გაძლიერება მოხდება...

20 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბარბარა ლიფმა განაცხადა, რომ ალ-ჯულანთან მოლაპარაკებების შედეგად აშშ გააუქმებს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს.

 კაია კალასმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი მზად უნდა იყოს სირიისთვის სანქციების შესამსუბუქებლად, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს“ ევროკავშირმა ასევე გაგზავნა დიპლომატები, სირიის ახალ ლიდერებთან შესახვედრად.... როგორი პარადოქსია, ევროკავშირი მზად არის სანქციები შეუმსუბუქოს სირიის ხელისუფლებას ჰაიათ თაჰრირ ალ-შამ-ს რომელსაც 2020 წელს ევროკავშირი, ადამიანის გატაცებაში, მკვლელობაში და წამებაში სდებდა ბრალს, საპირისპიროდ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მზად არის დაასანქციროს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა ერთადერთ დანაშაულს ეროვნული ინტერესების და ქვეყნის ერთგულება წარმოადგენს....

სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია, როცა საქმე ნავთობს და დიდ ფულს ეხება, ჯოლანის მიმართ კეთილგანწყობა რეალურად სირიაში არსებული ნავთობით და მისი სატრანზიტო პოტენციალით არის გამოწვეული, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით თურქეთი განიხილავს ახალი ნავთობსადენის მშენებლობას სირიაში, რომელიც ასევე დაუკავშირდება არსებულ თურქეთ-ერაყის მილსადენს,

სირიის ყოველდღიური ნავთობის მოპოვება, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 600,000 ბარელი იყო, ახლა დაახლოებით 30,000 ბარელამდე შემცირდა, სირიას ნავთობის მოპოვების ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია.

სირიას აქვს პოტენციალი, საკუთარი ნავთობით მოამარაგოს ევროპა (თურქეთის გავლით) ასევე შესაძლებელია სირია სატრანზიტო ქვეყნად იქნეს გამოყენებული და იქ საუდის არაბეთიდან წამოსულმა ნავთობმა გაიაროს....“, - წერს დავით ჩიხელიძე. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736085243

საზოგადოება

რუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ.  სოფელ ნაკრას ასა...

პოლიციაპოლიცია

1736083147

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე: ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1736081650

ჰოროსკოპი

„ომის პლანეტა მარსი ფაზას იცვლის! დადგება ხელსაყრელი მომენტი...“ - რა პროგნოზს აქვეყნებს ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯე...

ასტროლოგი

1736078598

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო - აფხაზური მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო, - აღნიშნულის შესახებ „აპსნიპრესს“ ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ ე.წ. ხ...

ხანძარიხანძარი

1736072591

ახალი ამბები

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავა...

ზოგადი