"გურიაში, ერთი ახალგაზრდა ქალი, მშობიარობისას გარდაიცვალა. საბედნიეროდ ბავშვი გადარჩა, მაგრამ სამშობიარო ტრამვის გამო ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. როცა მამამ, შვილის დიაგნოზი გაიგო, უარი თქვა მასზე..." - რას წერს ოჯახი, რომელმაც ნუცა იშვილა

ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში ემოციური წერილი ვრცელდება, რომლის ავტორიც, საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს. 

ავტორის წერილს, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე წლის წინ გურიაში, (კერძოდ სოფელ ბახვში) ერთი ახალგაზრდა ქალი სახელად ნინო, მშობიარობისას გარდაიცვალა.

საბედნიეროდ ბავშვი გადარჩა, (გოგონა ნუცა ჭელიძე) მაგრამ სამშობიარო ტრამვის გამო ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. როცა მამამ, შვილის დიაგნოზი გაიგო, უარი თქვა მასზე და ბავშვთა თავშესაფარში დატოვა.

მე ალექსანდრე ვარ ( მეტრეველი) მე და ჩემი ოჯახი თბილისში ვცხოვრობდით, ნაწილობრივ მსგავსება კი ერთი ის იყო ჩვენსა და ზემოთხსენებულ ოჯახს შორის, რომ ჩემს ძმასაც (გიორგის) ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მწვავე ფორმა ჰქონდა, დედა იმედს არ კარგავდა, თან ყვებოდა, მთელი 6 წელი, მაგრამ 6 წლის და რამდენიმე თვის იყო რომ გარდაიცვალა.(ჩემი ძმა გიორგი)

შემდეგ რაღაც პერიოდის მერე დედაჩემი (ნანი გაგლოშვილი) მივიდა ბავშვთა სახლში და იგივე დიაგნოზის მქონე ორი ბავშვი, გიორგი და ნუცა წამოიყვანა და იშვილა. გარშემო მყოფების ნაწილი გაგიჟდაო დედაზე იძახდნენ, ნაწილიც განცვიფრებისგან ხმას ვერ იღებდა. მოკლედ ერთი რამ ცხადი იყო, დიდი ტვირთი აიღო დედამ საკუთარ თავზე, და მე და მამაც მხარში დავუდექით.

არ ვამეტებ რომ იტყვიან ცივ ნიავს არ აკარებდა დედა ბავშვებს, გაუკეთა ოპერაცია ფეხებზე ორივე ბავშვს, რეაბილიტაცია, მასაჟი და ა.შ.

ცდილობდა უკეთესობისკენ შეეცვალა ბავშვების ჯანმრთელობა, რაც ნაწილობრივ შეძლო.

(თავშესაფარში ბავშვებს წყალს არ ასმევდნენ იმის გამო რომ ტუალეტი არ მოეთხოვათ ხშირად, და მომვლელებს ნაკლები საქმე ქონოდათ, ბავშვებს ამის გამო ყელი უშრებოდათ. როცა ბავშვები რამდენიმე დღის მოყვანილები იყვნენ ჩვენთან სახლში, და როცა დედა კოვზით აჭმევდა მათ, ბავშვები ჩუმად ერთ ნაჭერ პურს მოიპარავდნენ და ჯიბეში ინახავდნენ, ეს იმიტომ რომ იქ თავშესაფარში ჭამდნენ იმდენს რამდენსაც მიუტანდნენ და არა იმდენს რამდენიც ბავშვებს უნდოდათ)

დედამ ასწავლა ბავშვებს ლექსები, მოთხრობები, გიორგის ინგლისურიც კი შეასწავლა რაღაც დონეზე.

შემდეგ მამა გულის შეტევით გარდაიცვალა, და დედას აღებული ტვირთი უფრო დამძიმდა.

ნაშვილები ბავშვებიდან, ბიჭის (გიორგი) ბიოლოგიური მამა ჩვილის ჩაბარებიდან 10 წლის მერე პირველად გამოჩნდა და შვილის დაბრუნება მოითხოვა, გიორგის ჩვენი დატოვება ძალიან არ უნდოდა ისევე როგორც ჩვენ არ გვინდოდა გიოს გაშვება სხვაგან. მისი ოჯახი ჩვენ ვიყავით, მაგრამ რადგან სრულწლოვანი არ იყო მისი აზრი არავინ გაითვალისწინა, ჩვენი მითუმეტეს..

რაც შეეხება ნუცას ის დღემდე ჩემთან არის, და სამწუხაროდ მასზე ზრუნვა ახლა მხოლოდ მე მიწევს, რადგან დედაც გარდაიცვალა.

ამ წუთას ვართ უკიდურეს გაჭირვრბაში, არანაირი საკვები არ გვაქვს.

გთხოვთ თუ ვინმეს შეუძლია დახმარება შეგვეხმიანოს",-წერს წერილის ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ჩემო თათულია! სიცოცხლე გაჩუქე, ვერ გაგზარდე... ღმერთი მაპატიებს უშენობას... ვერასოდეს გიხილავ, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ" - დედის ემოციური წერილი გაშვილებულ შვილს (ფოტო)

🔵" მე არ შემიძლია უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად" - ნეკა დოროყაშვილი

🔵საფრანგეთში კაცმა ლატარიაში 160 მილიონი ევრო მოიგო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744467119

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1744467023

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1744466922

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილისა და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი

ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება,...

ირაკლი კობახიძე

1744464799

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. ამასთან, ცოტახნის წინ...

ირაკლი კობახიძე

1744463948

ახალი ამბები

მეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე: 2 სლავი ერი დაატაკეს ერთმანეთს, სიკვდილს უცხოელები ასპონსორებენ

 ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 2 სლავი ერი [რუსეთ-უკრაინა] ვეღარ გაერთიანდება, რადგან ომის შემდგომ ერთმანეთის სიძულვილი დიდხანს გაჰყვებათ. როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, უკრაინაშ...

 მეუფე იაკობი