"ისე კი ბო*ად ვითვლებოდი, "ვარცხვენდი" ქართუს და "ჩრდილს ვაყენებდი" გოიმთა ასრულებული ოცნების შეულახავ "იმიჯს" - იუნა შაფათავა
ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა
“მინდა გაცინოთ ქართულ საზოგადოებაში მიღებულ არასწორ არქაულ სტერეოტიპებზე)))
მოკლედ, ინდოეთი რომ მიყვარს ხომ იცით, განსაკუთრებულად, თან ბოლივუდის მუსიკალური კლიპის შემდეგ, რომ ვითამაშე, თამარ ივერმა რომ პორნოგრაფია დააბრალა და იმ ისტორიულ მუსიკალურ ვიდეოს ალი ფაზალთან ერთად მილიონობით ნახვა რომ აქვს, მას შემდეგ, ხომ
საერთოდ...
გუშინწინ Queensში ვმუშაობდი და რომ მოვრჩი, ყავის დასალევ ადგილს ვეძებდი და გადავაწყდი ხნით ხელების და ფეხების მოხატვას. რატომღაც აქამდე არ მიცდია და გავიკეთე ჯერ ხელზე, მერე ფეხზეც, სამაჯურად)) ამ წლამდე დრო არ მქონია, წესიერად ცხოვრებისთვის.
მეორე დღეს ისევ Queensში ვმუშაობდი და თანამშრომელი ინდოელი იყო, როგორ მიყვარს ინდოეთი და თქვენი კულტურა, ვგიჟდები მეთქი! ხოო, შევამჩნიე, ხელზე ხნა და სად გაიკეთე, მინდოდა მეკითხაო? (კაცია, თან, ფსიქოლოგიის დოქტორი, ექიმია, მენტალურ დაავადებათა ცენტრია) და ვუთხარი…
დღეს ფილადელფიაში სასამართლოში ვმუშაობდი და მოსამართლის გვერდით, მარცხენა მხარეს ვიჯექი, მარჯვნიდან შემომხედა ხელზე, ჩემი მარჯვენა ხელია მოხატული- გაიღიმა, მიცნობს გვიმუშავია ერთად, აქამდე ეს არ მქონია, ვიჭორავეთ ცოტა და მოვუყევი ეს ამბავი, ქვემოთ რასაც ვწერ, სიცილად არ ეყო…
….
ჩემ დას, დეას, თბილისში, წლების წინ, მაშა სადღაც გამოფენაზე ჰყავდა, და დეამ ხელი მოიხატა ხნით და ქართუში რომ მივიდა, სადაც ოფისი ჰქონდა, ქართუ ბანკის დირექტორმა, ტვ პირველზე ინტელექტ და პრ კულტურა გაბრწყინებულმა ნატო ხაინდრავამ (მადლობა ტვ პირველს, იდეალური spotlight იყო!) კოჭები შეიკრა და მკაცრად ‘უბრძანა’: არავის უთხრა, ქართუში რომ მუშაობ!!!
დეა მაშინ იყო შოკში, მე კი გამეცინა- გეგონება, ნახევარი საქართველო დეას არ დასდევდა, არ იცოდნენ, ვისთან მუშაობდა, ნატომ რომ მისი ‘უფროსობა’
შეიფერა და სრულ დისკრიმინაციას უწევდა, როცა მოეპრიანებოდა და საჭიროდ ჩათვლიდა…..
სხვაობა მენტალობაში და დონეში…
რომ კითხულობთ, გოიმობა რას ნიშნავს, გპასუხობთ: როცა ხარ იქ, სადაც არ გეკუთვნის და მწირი ინტელექტუალური რესურსით (თუ რესურსის არ ქონით) შეუფერებლად იქცევი (გოიმ- ივრითი- ნიშნავს -უცხო, ანუ შეუფერებელი, გარკვეულ კონტექსტში, чужой)
.. ამ შემთხვევაში- არ გეკუთვნის, მაგრამ ავრორამ გაისროლა სოლოლაკის მთაზე შენთვის და ვისი გშურდა, ვერ ეწეოდი და ვერ დაეწევი, შენს ხელმწიფესთან ნონ- გრატად მყოფ ახალგაზრდა ლამაზ ჭკვიან ქალს მაზოლიან ფეხს აჭერ და გგონია, სულ ასე გაგივა…
არა ბატონო…მსოფლიო არ იწყება და არ მთავრდება ერთდღიანი კონფორმისტებით….
აქ ვართ, მეამბოხე rebels
არადა ნატოს არაფერს ვერჩი- მახსოვს, ფეშნვიქზე მოსაწვევები მიიღო ქართუმ და ეხამუშებოდათ წასვლა, კალოშს შეჩვეული ხალხი ცოტა ‘მოფეშენო’ პონტში თავს უხერხულად გრძნობდა და დეას მისცა- აჰა, იუნას მიეცი, თვალებიც დაეფსოთ, იუნას იქ არ გაუჭირდება ყოფნა! ისე კი ბო*ად ვითვლებოდი, ‘ვარცხვენდი’ ქართუს და ‘ჩრდილს ვაყენებდი’ გოიმთა ასრულებული ოცნების შეულახავ ‘იმიჯს’
à la guerre comme à la guerre- ესეც მამაჩვენმა გვასწავლა: იქნები ბატონო ჩემთან ტკბილი, მეც ტკბილად მოგექცევი.. i.e შეჭამ ნეხვს და პარდონ, უარესს გაჭმევ, ომი ომია, ვინც მოიგებს, იმისია, მოგებულს არ განიკითხავენ გამარჯვების მეთოდებში, the Winner takes it aaal!
მომწონს ძალიან, მე ტატუების მომხრე არ ვარ, მაგრამ ისე მომწონს, შეიძლება ტატუდ ვაქციო, უბრალოდ გადაღებებზე დროს წაიღებს, მისი დაფარვა და ვფიქრობ, რა ვქნა”-წერს, იუნონა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 VIDEO:სამშობიაროდან აშშ-ში გაშვილებულმა გოგონამ საქართველოში ბიოლოგიური ოჯახი 25 წლის შემდეგ იპოვა
1735816487
მსოფლიო52 წლის წინ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალი, ცოცხალი იპოვეს - შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა
დიდ ბრიტანეთში, 52 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალი ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვესტ მიდლენდის პოლიციის განცხადებით, შელა ფოქსი ქალაქ კოვენტრიდან 1972 წელს დაიკა...
1735810783
საინტერესო ამბებიდღეს ბედობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის ტრადიციასა და წესებზე
საქართველოში ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ითვლება, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებიან, მთელი წელი იმის მიხედვით ჩაივლის. 2 იანვარს და 15 იანვარს ბე...
1735805656
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დღეიდან საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...
1735801970
მსოფლიომონტენეგროში შეიარაღებულმა კაცმა 10 ადამიანი მოკლა, მათ შორის ორი ბავშვი
მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში მდებარე ბარში სროლას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ AP იტყობინება. მონტენეგროს შინაგან საქმეთა მინის...
1735764160
ჰოროსკოპი2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდოთ. ასევე, მოერიდეთ კამათს და ვინმესთვის საკუთარი აზრის თავზე...