"მორჩით უკრაინელების ქების პარალელურად, საკუთარი ქვეყნის ლანძღვას!!! ანწუხელიძის ქვეყანაში ცხოვრობთ, ტატუნაშვილის, დათა პაპას და შინდისელი გმირების"- ნიკა მუკბანიანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნიკა მუკბანიანი, სოციალურ ქსელში ქართველებს მიმართავს და საკუთარი ქვეყნის ლანძღვისგან თავის შეკავებას ურჩევს:
"❗❗❗ მორჩით უკრაინელების ქების პარალელურად, საკუთარი ქვეყნის ლანძღვას!!!
ანწუხელიძის ქვეყანაში ცხოვრობთ, ტატუნაშვილის, დათა პაპას და შინდისელი გმირების.
ცხრა აპრილს აქ რუსთაველზე შიშველი ხელებით ებრძოდნენ რუსულ ტაკნებს, შეაკვდნენ. ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,
კვინიტაძის, ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოა.
მარო მაყაშვილი იბრძოდა თქვენთვის ...
ამბროსი ხელაიამ ეს უთხრა ბოროტებას თავის დროზე:
„ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო" ....
ბოროტებასთან ბრძოლაში ყველაზე მეტი 200 000 ადამიანი საქართველომ დაკარგა, ხო ამ პატარა ქვეყანამ,
რუკაზეც ძლივს რომ ჩანს.
ვახტანგ გორგასალი იბრძოდა ჩვენთვის, თამარ მეფე შიშის ზარს სცემდა გარშემო ყველას, დავით აღამშენებელი თავის მებრძოლებს უკან დასახევ გზას უხერგავდა და ისე ებრძოდა მტერს ბოლომდე.
ქეთევან წამებულს ვერაფერი მოუხერხეს ... ვერ ათქმევინეს უარი რწმენაზე და სამშობლოზე ....... წამებით მოკვდა ქვეყნის სიყვარულში ...
მოკლედ, გმირების ქვეყანაში ცხოვრობთ, საქართველო ყოველთვის იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო,
და ასე იქნება სულ ....
საკუთარი ქვეყნის გინება არ მოსულა, სირცხვილია!!!!
მტრის საჯიჯგნად მიგდებული მარტო, თითქმის, სულ იყო ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია არასდროს მეტი თუ არა ......
" ბოროტსა სძლია კეთილმან , არსება მისი გრძელია", - წერს ნიკა მუკბანიანი.
სხვა სიახლეები:
⬛ 80-ზე მეტი უკრაინელი მესაზღვრე, რომლებიც ზმეინის კუნძულს იცავდნენ, ცოცხალია, მაგრამ ტყვეობაში არიან
⬛ სანქციების გამო სერგეი ლავროვი ჟენევაში - გაეროს სხდომაზე დასასწრებად, ვერ გაემგზავრება
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...