სანქციების გამო სერგეი ლავროვი ჟენევაში - გაეროს სხდომაზე დასასწრებად, ვერ გაემგზავრება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა, შეესრულებინა რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების მოთხოვნები, რის გამოც ის ვერ შეძლებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე დასწრებას ჟენევაში. 

ამის შესახებ რუსეთის ტელეარხმა „როსია-1-მა“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ლავროვი ჟენევაში რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავით გამგზავრებას აპირებდა, თუმცა რუსული თვითმფრინავებისთვის რამდენიმე ქვეყნის ცა უკვე რამდენიმე დღეა დაკეტილია.

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას საჰაერო სივრცე 27 თებერვალს ჩაუკეტა - ეს ეხება როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ რეისებს. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს ატარებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქში პერიოდულად ისმის სირენების ხმა, თუმცა როგორც უკრაინის სამხედრო ძალები აცხადებენ კიევში სიტუაცია “კონტროლს ქვეშაა”, მეტროს მოქალაქეები თავშესაფრად იყენებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 ბავშვია.

სხვა სიახლეები:

🔲 "მესამე მსოფლიო ომი შეიძლება შეჩერდეს ფაქტობრივად მის ზღურბლზე. ატომური აპოკალიფსის გარეშე" - რა იწინასწარმეტყველა გერმანელმა ჯადოქარმა 1953 წელს?

🔲 "დატოვეთ თქვენი ტექნიკა და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს უფროსობას" - ზელენსკის მიმართვა რუს ოკუპანტებს

🔲 The Times: უკრაინაში რუსული დაჯგუფება "ვაგნერი" იმყოფება, რომელსაც ქვეყნის მმართველი რგოლიდან 23 ადამიანის ლიკვიდაცია აქვს ნაბრძანები, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის

🔲 ბორის ჯონსონი: პუტინი უნდა დამარცხდეს

🔲 80-ზე მეტი უკრაინელი მესაზღვრე, რომლებიც ზმეინის კუნძულს იცავდნენ, ცოცხალია, მაგრამ ტყვეობაში არიან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი