სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა - თამთა მიქელაძე

ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და კონვენციის დარღვევა არ დაადგინა ამ ნაწილში - წერს Facebook-ზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამთა მიქელაძე.

"დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევ ორმაგი და წინააღმდეგობრივი განმარტებები მიეცა ჩვენს რეალობაში.

ევროპულმა სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები დაადგინა დეკანოზი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, რომელიც საჯარო პროცესზე უფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას უკავშირდება. ამ ნაწილში გაკეთებული განმარტებები სხვა არ ერთი საქმისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და კონვენციის დარღვევა არ დაადგინა ამ ნაწილში. ამ მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი განხილვისთვის.

ჩემი აზრით, ამ საქმეში სწორედ ჩხრეკის პროცედურის დროს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების) დარღვევა და მისგან გამომდინარე მე- 6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევა თვალსაჩინო იყო. თუმცა. ვერ მივხვდი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონვენციის მე-8 მუხლზე ცალკე მსჯელობა რატომ არ იყო წარმოდგენილი და რა ეტაპზე არ გახდა ეს მუხლი დამოუკიდებელი მსჯელობის საგანი სასამართლოსთვის. მე-8 მუხლის ფარგლებში ჩხრეკასთან დაკავშირებულ დეტალებზე მსჯელობა ბევრად ნიუანსირებული იქნებოდა, ვიდრე ეს მხოლოდ მე-6 მუხლის ქვეშ მოხდებოდა.

ამ პირობებში კარგად არის გასააზრებელი და ერთი შეხედვით თქმა რთულია, როგორია საქმის ხელახალი გახსნის/განხილვის პერსპექტივებიც. საინტერესოა ამ საქმის აღსრულებასთან კავშირში რა ინდივიდუალურ ზომებს დაადგენს მინისტრთა კომიტეტიც, რომელიც გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

მალე ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილების უფრო დეტალურ ანალიზს გაგიზიარებთ," - წერს თამთა მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მძიმე ისტორია: „მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი“ - ქალი ქმარმა ემიგრაციაში ჩვილ შვილთან ერთად მიატოვა

🔵 „საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744967541

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: უვიზო მიმოსვლა ტყუილად არავის მოუცია, ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში

„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, უვი...

ნინო წილოსანი

1744967064

ახალი ამბები

გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა

„დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯ...

გია აბაშიძე

1744965512

ახალი ამბები

ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გათავისუფლების გამო გამოთქმულ...

ავთანდილ ცინცაძე

1744964458

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი რუსეთიდან განხორციელებულ მორიგ ტრანშზე: ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში არეულობის ინსპირირება, ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია მშვიდობიან განვითარებასთან

„ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება. მორალი რთულია აქ მოიკითხო იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია საზოგადოების მშვიდობიან...

პაპუაშვილი

1744962885

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკ...

სოზარ სუბარი