„ულამაზესი ბავშვი, ქათქათა, ზღვისფერი თვალებით... შემდეგ კი როცა მივედი აკვანი ცარიელი იყო, ყბის ჩამომგდები სილამაზის ის მაღალი გოგო კი სახე წაშლილი“ - შოკის მომგვრელი ისტორია

„ერთხელ მივედი და აკვნით ულამაზესი ბავშვი დამხვდა. ულამაზესი გრძელი თითებით, ქათქათა, ულამაზესი ზღვისფერი თვალებით... ერთი კვირის შემდეგ კი როცა მივედი აკვანი ცარიელი იყო, ყბის ჩამომგდები სილამაზის ის მაღალი გოგო კი სახე წაშლილი“ - ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შოკის მომგვრელ ისტორიაზე წერს.

„ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილია და ამიტომ ვწერ ამ ამბავს.

ქობულეთში ერთ ოჯახს ვიცნობდი. ასაკოვანი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა მარტო.

ხანდახან სტუმრად დავდიოდი მათთან. ალბათ 17 ან 18 წელი იქნება გასული. ყავას ვსვამდით, ვსაუბრობდით და მერე მივდიოდი მე სახლში.

ერთხელ მივედი და აკვნით ულამაზესი ბავშვი დამხვდა. ულამაზესი გრძელი თითებით, ქათქათა, ულამაზესი ზღვისფერი თვალებით.

მზე იცქირებოდა აკვნიდან და იღიმოდა თოთო ბავშვი. იქვე ახალგაზრდა ულამაზესი გოგო იყო. მაღალი, საოცარი სილამაზის. ყბა რომ ჩამოგივარდებოდა და საათობით ყურება რომ არ მოგწყინდებოდა.

მასპინძელმა როცა დავიმარტოხელე მითხრა რომ გოგო ჩოხატაურიდან იყო. შეაცდინეს და ჩუმად ამშობიარეს.
ერთი კვირის შემდეგ როცა მივედი აკვანი ცარიელი დამხვდა...

ყბის ჩამომგდები სილამაზის ის მაღალი გოგო კი სახე წაშლილი...“, - წერს ზურა ბაუჟაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემი საფიცარი, ნანატრი, ერთადერთი ბიჭი, არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება...“ - გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული გიორგი მარგიანის დედა

🔵 გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდება

🔵 სინოპტიკოსები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმას ვარაუდოებენ

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745063057

ახალი ამბები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

 იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები

1745057335

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს

 არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....

გურამ მაჭარაშვილი

1745055552

მსოფლიო

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა

 აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...

ილონ მასკი