„ბავშვობიდან ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო... როცა ამ ჯილდოზე წარმადგინეს, გავიფიქრე - „უკვე საუკეთესოთა შორის ვარ“ - გიორგი მამარდაშვილი

„ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა VCF Media-სთან ინტერვიუში თავისი კარიერული წარმატების შესახებ ისაუბრა. 

გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან და ვალენსიასთან ერთად ჩატარებული წარმატებული სეზონი შეაფასა.

„გასული სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო. ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია და ბედნიერი ვარ, რომ მოვლენები ასე განვითარდა. ვფიქრობ, რომ მთავარი შრომაა - არ უნდა გავჩერდე, უფრო მეტ წარმატებას რომ მივაღწიო“, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ხოლო წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე წარდგენასთან დაკავშირებით, 23 წლის მეკარემ განაცხადა:

„ჩემი ბავშვობის მთავარი ოცნება იყო ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. რაც შეეხება საუკეთესო მეკარის ჯილდოს ნომინანტთა შორის ყოფნას, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე გავიფიქრე - „ღმერთო ჩემო, უკვე საუკეთესოთა შორის ვარ“, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726743578

საზოგადოება

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ კესარია აბრამიძეს

მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება - ჯიქიას სახელობის სახელობის სასაფლაოს მდებარე დარბაზში. ახლობლების ცნობით, უკანასკნელ გზაზე კ...

კესარია აბრამიძე

1726739116

საზოგადოება

როდის შემოვა საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა ეღირება ვაქცინაცია და ვისთვის იქნება უფასო? - ივანე ჩხაიძის კომენტარი

„საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა და ოქტომბრის ბოლოდან, შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პროცესის დაწყება“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნ...

ექიმი

1726735239

საზოგადოება

„ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი“ - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები?

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ც...

 ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი

1726733341

ჰოროსკოპი

„არ წახვიდეთ რისკზე და თავი შეიკავეთ მოგზაურობიდან“ - 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 19 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ასტოლოგი

1726729584

საზოგადოება

„როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…“ – შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძეს ემშვიდობება

მსახიობი შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.  „როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ… მშვიდობით კესო“, – წერს...

შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძე