„ბოდიშს ვუხდი სომეხ ხალხს და სომეხ გულშემატკივარს ასეთი ანგარიშისთვის, არ ვიცი, ასე რატომ ვითამაშეთ, უბრალოდ, არ ვიცი, ახლა რა ვიფიქრო“ - სომხეთის მწვრთნელი

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩის (1:6) შემდეგ ისაუბრა. 

„როგორც წინა პრესკონფერენციებზე ვთქვი, მიქაუტაძე „აიაქსში“ განსხვავებულ ფორმაში იყო, გარდა ამისა, კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ტრანსფერში გადახდილი თანხის ნაწილი უკან დაებრუნებინათ. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია, კლუბმა გადაწყვიტა მისი გაყიდვა და ეს ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. ვარჯიშებზეც ჩანდა, რომ ის ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო, მასთან მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში ვიმუშავე.

როდესაც 0:4-ს 30-ე წუთზე აგებ, ცხადია, რომ ყველაფერი ცუდად მიდის. უფლება რომ მქონოდა, იმ დროს მთელ გუნდს შევცვლიდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ცვლილებები ნახევარდაცვაში გამეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ ამან შედეგი გამოიღო თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ 2 გოლი გავუშვით. 9 გაშვებული გოლიდან 7 ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო. საქართველოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში კარგ გუნდებში მაღალ დონეზე თამაშობენ, ეს კი, განსხვავებას ქმნის.

რანოსმა მეორე ბუნდესლიგაში სულ 20 წუთი ითამაშა ამ სეზონში... მესმის, რომ ვარჯიშობს, მაგრამ მეორე ბუნდესლიგაში 20 წუთი. ის მოვიდა და თამაში მომთხოვა, თორემ გუნდიდან წასვლით დაიმუქრა. ვუთხარი, რომ კარგი, შეგიძლია წახვიდე. ჩემთან აქამდე არც ერთი ფეხბურთელი არ მოსულა მსგავსი მოთხოვნით. ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრა ამ მატჩამდეც დაგეგმილი იყო, ვნახოთ, რა იქნება, ვისაუბრებთ და ანალიზს გავაკეთებთ.როდესაც თამაშს იწყებ და მესამე წუთზე გოლს უშვებ, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე გოლს, ასეთ არაპროფესიონალურ შეცდომებს უშვებ, ბუნებრივია, რომ შედეგი ასეთი იქნება. ყველას გვესმის, რომ მსგავსი ანგარიში მიუღებელია. ბოდიშს ვუხდი სომეხ ხალხს და სომეხ გულშემატკივარს ასეთი ანგარიშისთვის. არ ვიცი, ასე რატომ ვითამაშეთ, უბრალოდ, არ ვიცი, ახლა რა ვიფიქრო“, - განაცხადა ვან ტ'სხიპმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742916914

სპორტი

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

 საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთი 3:1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, შვეიცარიული...

ბურთიბურთი

1742914648

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმ...

 საგამოძიებო კომისია

1742913839

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მეგობარი პსჟ-ში? - ნიგერიელის აგენტმა მუშაობა უკვე დაიწყო

LE 10 SPORT-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავის მეგობარს, ვიქტორ ოსიმენს ურჩევს. „შეტევის გასაძლიერებლად პსჟ-მ €70 მილიონი გადაუხადა „ნაპოლის“ ზ...

ხვიჩა კვარაცხელია

1742912084

ახალი ამბები

მეუფე შიო: მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის

„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის“, -...

მეუფე შიო

1742910379

საზოგადოება

La Gazzetta Georgia: ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება. ინფორმაციას ონლაინმედია La Gazzetta Georgia ავრცელებს.  „ჩემთვის პრივილეგიაა, როცა ისეთი ქალაქი, როგორიც ტოლედოა ასე მაფასებს. აქაურობა...

მებრძოლი ილია თოფურია