"კვარა" ჩემპიონია!

დასრულდა 33 წლიანი ლოდინი და "ნაპოლი" კვლავ ჩემპიონია, რიგით მესამედ და რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ნეაპოლელთა ვარსკვლავი და ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა.
"კვარა" გუშინდელ მატჩშიც წამყვანი ფიგურა იყო და სკუდეტო-გოლიც მისი აქტიურობით გავიდა. პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "უდინეზესთან" სტუმრად მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა, მაგრამ მარტივი მიზანი ჰქონდა: მინიმუმ შეხვედრა ფრედ დაესრულებინა და ჩემპიონი გახდებოდა. ასეც მოხდა: კვარაცხელიას შორეული გასროლა, მეკარის უხერხული მოგერიება, ოსიმენის დამატება და სკუდეტო-გოლი. მატჩი სასურველი შედეგით 1:1 დასრულდა და ნეაპოლში დიდი ზეიმი დაიწყო.
"ნაპოლის" ოფიციალური გაჩემპიონების შემდეგ ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ განვლილი სეზონი შეაფასა და ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს წვლილს:
Calciomercato.com-შეფასება 10 ბალი:
"კვარავაჯო, კვარადონა-უწოდეთ რაც გინდათ, მაგრამ ის უბრალოდ საუკეთესო ტრანსფერია ბოლო წლების განმავლობაში. "ნაპოლიმ" იპოვა ნამდვილი ტალანტი, რომელმაც გოლებით და საგოლე პასებით ამ გუნდის ლიდერობა მოახერხა და ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა".
Sportmediaset-შეფასება 10 ბალი:
"სეზონის ყველაზე ლამაზი სიურპრიზი. პირველივე დღიდან დამანგრეველი გავლენა, მოქმედებები მოედანზე, რომელმაც "ნაპოლის" ფანების თვალები გაანათა და ოცნებების უფლება მისცა. "კვარადონა"-როგორც მას თავიდანვე შეარქვეს, "ნაპოლის" სიმბოლური სახეა, ოსიმენთან ურთიერთგაგება საოცარი იყო, იტალიაში მის პირველივე სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლები გაიტანა და საგოლე პასები გააკეთა, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სეზონის განმავლობაში ძალიან სტაბილური იყო. ის გახდა ჩვენი ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სამჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ (აგვისტო, თებერვალი, მარტი) და მხოლოდ ერთ სეზონში მისი საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა".
Corriere Dello Sport-შეფასება 10 ბალი:
"საუკეთესოს არჩევა ისეთი მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. მისი ამბავი იმსახურებს დისნეის ზღაპარს. იყო ინსინიე, რომელიც მარცხენა ფლანგს ტოვებს და ჩამოდის ქართველი, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან კარგია და ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავდა, მაგრამ პირდაპირ ბათუმიდან და არცთუ ისე პრესტიჟული "დინამოდან" მოდის. ჯუნტოლის დახუჭული თვალებით სჯერა მისი და სპალეტი პირველივე ვარჯიშებზე იხიბლება. და ტიფოზები? მათ შეკითხვების დასმის დრო არც ჰქონიათ: კვარას პირველი ოფიციალური გოლის გასატანად მხოლოდ 37 წუთი დასჭირდა: მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წუთი! არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც 37 წუთში რეცხვას ვერ ასწრებენ. ის სწრაფად ადაპტირდა იმ ჩემპიონატში, რომელმაც იმსხვერპლა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიაში ვერ აჩვენეს თავიანთი ნიჭი.
37 წუთი და თავით გოლი. ეს არ არის მისი სპეციალობა, უბრალოდ მან გააფრთხილა მსოფლიო, რომელიც მას ჯერ კიდევ აბუჩად იგდებდა, გაუგზავნა მათ მესიჯი: "მე შემიძლია გოლის გატანა ნებისმიერი მეთოდით".
კვარა რთულ საქმეებს მარტივს ხდის. მთვარის მოტანაც რომ გეთხოვათ, ის ალბათ გამოჩნდებოდა თქვენს სახლში თანამგზავრით და ბოდიშს მოიხდიდა 2 წუთით დაგვიანებისთვის. მასზე სტატისტიკას მეტყველებს, მაგრამ გულშემატკივრებმა იციან, რომ ციფრები განცდების დამახინჯებული სარკეა. გოლებისა და საგოლე პასების გარდა, კვარას მუდმივი ყოფნა მოედანზე, თუნდაც ყველაზე ცუდ მატჩებში, ბევრს ნიშნავდა. ბრაზილიელი გარემარბივით თამაშობს, კარის წინ აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როცა არასასიამოვნო მეტოქეებს ხვდება, მაინც ახერხებს 3-4-ჯერ გაქცევას და კარისკენ მიდის. როდესაც მოწინააღმდეგე მწვრთნელები ბოლოს და ბოლოს ხვდებიან, რომ ერთი მცველი საკმარისი არაა მის შესაჩერებლად, მეურვეობას აორმაგებენ, მაგრამ ის პოულობს გზას, რომ ისინი მოატყუოს. ვინც მის წინააღმდეგ ითამაშა, არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეთა უმრავლესობას მოუწია მისთვის უფრო დიდი ხანი ზურგიდან ეყურებინა, ვიდრე მისი სახე დაენახათ.
კვარა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრევს ამ ქალაქის გრძნობებს. ეს "სკუდეტო" ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომავალ წელს ნაპოლი მაისურებს რომ შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს მისი გვარი უნდა ეწეროს: კვარაცხელია".
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
1741896216
სპორტიქართველი მოჭიდავე საბა ჩილაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ჩილაშვილი (130 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომე...
1741895893
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები დაამარცხა! ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპორტსმენების პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას
გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:26 დაამარცხა! - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, ეს მნიშ...
1741892145
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. „ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ი...
1741890044
საზოგადოებაქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...
1741888293
საზოგადოება2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...