მარტო კვარა...

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი"-მ საბა საზონოვის "ტორინო"-ს უმასპინძლა. ნეაპოლელთათვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ მატჩი ნათლად გამოჩნდა ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთი ფეხბურთელი-ქართველი ვარსკვლავი გრძნობს. 

კვარაცხელიას ჩემპიონის რიგებში ჩატარებული მატჩებიდან, აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული იყო, სადაც ნეაპოლელთა სტატისტიკას მთლიანად ქართველი ქმნიდა. კვარა ყველგან იყო-ორივე ფლანგზე, ცენტრში, დაცვასა თუ შეტევაში, გოლის გატანას ცდილობდა ნებისმიერი მანძილიდან თუ სიტუაციიდან. 

ერთადერთი ვინც ბოლომდე გმირულად ებრძოლა ქართველ ფორვარდს სტუმართა სერბი კიპერი ვანია მილენკოვიჩ-სავიჩი იყო. მე-14 წუთზე პოლიტანოს კარგი გადაცემით კვარა ერთი ერთზე აღმოჩნდა, მაგრამ სერბმა შესანიშნავად ითამაშა. მეორე საგოლე მომენტი ხვიჩას ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე ჰქონდა, როცა თავით, ვარდნაში დაარტყა, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ქართველის და სტუმართა გოლკიპერის მესამე შეყრა უკვე ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის 61-ე წუთზე კვარაცხელიამ თავად წამოიწყო შეტევა, მარიო რუიმ გააგრძელა, რომელსაც ხვიჩა საჯარიმოში დროულად და იდეალურად გაეხსნა და ვარდნაში ზუსტად დაარტყა.

ნეაპოლელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. 64-ე წუთზე "ტორინო"-მ ტონი სანაბრიას ეფექტური მაკრატელათი გაათანაბრა - 1:1.

სტუმართა გოლის შემდეგ, კვარამ თავგანწირულად იბრძოლა, რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მილენკოვიჩ-სავიჩი მეტი გოლის გაშვებას აღარ აპირებდა. 76-ე წუთზე ხვიჩას გასანეიტრალებლად  "ტორინო" - ს რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ჩაერთო. კვარაცხელიამ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და ჯერ ცენტრში, ხოლო შემდეგ საპირისპირო ფლანგზე გადაინაცვლა და კიდევ უფრო ეფექტურად შეუტია "ტორინო" - ს კარს. შეხვედრის მიწურულს იყო ეპიზოდი, როდესაც ერთდროულად სტუმართა 6 ფეხბურთელი აღიმართა ქართველის შესაჩერებლად, მაგრამ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გამარჯვების წყურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად-1:1.

ქართველის შეფასება ყველა ავტორიტეტული ანალიტიკური ორგანიზაციის მიერ ტრადიციულად მაღალი იყო და მხოლოდ მატჩის გმირს "ტორინო" - ს მეკარე მილენკოვიჩ-სავიჩს ჩამორჩებოდა. მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ფრანჩესკო კალცონამაც აღნიშნა ქართველის ბრწყინვალე გარჯა:

"კვარა ჩემპიონია, ის პრაქტიკაშიც ახორციელებს იმას, რასაც ერთმანეთს ვეუბნებით კვირის განმავლობაში" 

"შედეგზე ვწუხვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშით. ჩვენ გვქონდა აბსოლუტური უპირატესობა, ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ, რადგან თუ ყოველთვის ასე ვითამაშებთ, შორს წავალთ .”

კალცონამ "ბარსელონა"-სთან მოახლოებულ მატჩზეც ისაუბრა:

"ჩვენ ვართ ნაპოლი და უნდა ვიცოდეთ ჩვენი ღირებულება. ჩვენ წავალთ ბარსელონაში, რომ ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება."

შემდეგ თამაშს "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე 12 მარტს "ბარსელონა"-ს წინააღმდეგ გამართავს და იმედია კვარაცხელიას გამარჯვების წყურვილს ნეაპოლელთა სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდებიან. 

08.03.2024 ნეაპოლი, სტადიონი "დიეგო არმანდო მარადონა"

"ნაპოლი"-"ტორინო" 1:1

გოლები: კვარაცხელია(61წთ)-სანაბრია(64წთ)

"ნაპოლი" : მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგარი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი (79' ოლივერა) ანგუისა, ლობოტკა (92' ლინდსტრომი), ზიელინსკი (67' ტრაორე) პოლიტანო (67' რასპადორი), კვარაცხელია, ოსიმენი.

მთ. მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა

 

" ტორინო" : მილინკოვიჩ-სავიჩი; ჯიჯი (67' საზონოვი), ბონჯორნო, მასინა; ბელანოვა (87' ლაზარო), ლინეტი (88' ვოევოდა), გინეიტისი, როდრიგესი; ვლასიჩი; პელეგრი (62' სანაბრია), ზაპატა.

მთ.მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: პარო

მსაჯი: ორსატო დი შიო

 

სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის ნეაპოლიდან

ია ლალუაშვილი 

ალექსანდრე ნიქაბაძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714230963

ახალი ამბები

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექაურმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა და საქართველო...

ძიუდოისტი ლაშა ბექაური

1714226420

სოციალური მედია

ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტელეწამყვანს მამა გარდაეცვალა.  „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებ...

ნანიკო ხაზარაძე

1714224280

სოციალური მედია

ნუკი კოშკელიშვილი ქმართან ერთად მაიამიზე ისვენებს - ფოტოები

  ტელეწამყვანი და მოდელი  ნუკი კოშკელიშვილი, რომლის კარიერაც „მის საქართველოდან“ დაიწყო და მას შემდეგ უამრავ სატელევიზიო შოუში და სერიალში სცადე ბედი სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს. ფაქტობრივად ნუკი...

ნუკი კოშკელიშვილი ქმართან ერთად მაიამიზე ისვენებს

1714218577

სოციალური მედია

ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან... იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? აქ არავის ყოფენ პოლიტიკური ნიშნით და ეს მაგალითი ერთ-ერთია - ლაშა გეგეჭკორი

„ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვ...

ლაშა გეგეჭკორი

1714214431

სოციალური მედია

„ასე გეწყინათ, ამ „შტერული“ სიმღერის სიტყვების ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?!“ - ირმა სოხაძე ლევან ბერძენიშვილს მიმართავს

26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გულშემატკივრები და ფეხბურთელები, სიმღერა „გაიღი...

ლევან ბერძენიშვილი