სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები პატარა ქვეყნებისთვის კარგი მაგალითია, დადებითი შედეგის მიღწევა ჩვენი მიზანია

ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე სომხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში შესანიშნავი ნაბიჯები გადადგა წინ. მის წინააღმდეგ თამაში მომიწია, როცა საბერძნეთის ნაკრებში ვმუშაობდი. ეს ჩვენთვის კარგი გამოწვევაა. საქართველოს შესანიშნავი ტალანტები ჰყავს, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ეს ჩვენთვის კარგი მოტივაციაა საქართველოს ნაკრები განვითარდა და საქართველომ გადადგა ნაბიჯი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის.
სამწუხაროდ, „აიაქსში“ მიქაუტაძეს ბევრ დროს ვერ ვაძლევდი ან სხვადასხვა პოზიციაზე უწევდა თამაში, რადგან ფორვარდის პოზიციაზე ბრობი და ჩუბა აკპომი იყვნენ. შემდეგ „აიაქსმა“ ზამთარში კარგი შეთავაზება მიიღო და ვფიქრობ, ორივე მხარისთვის კარგი გამოსავალი იყო, რომ ის საფრანგეთში დაბრუნდა. მიხარია, რომ „ლიონში“ ისევ მაღალ დონეზე თამაშობს და კარგი დრო უდგას.
მზად ვართ კარგი მატჩისთვის ჩასატარებლად, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგის მიღწევა ჩვენი მიზანია, პროფესიონალები ვართ და ცხადია, ეს გვინდა, თუმცა, ვიცით, რომ ადვილი არ იქნება. სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მათ შორის, სელარიანი და სპერციანი, მაგრამ ეს სხვებისთვის შანსია და მზად ვართ, ძალიან კარგი თამაშის ჩასატარებლად.
სომხეთზე ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია. ძალიან მომეწონა ერევანი, სომხური კერძები ძალიან გემრიელია, ამინდიც კარგი იყო დღემდე. რაც შეეხება პირველ შთაბეჭდილებებს სომეხი ფეხბურთელებზე, პირველივე დღიდან დავინახე დიდი თავდადება, სურვილი და მისწრაფება კარგი შედეგების მისაღწევად.
ჯერ არ მქონია ბევრი დრო იმისათვის, რომ კარგად გავიცნო ფეხბურთელები, ახლახან გვქონდა ჩვენი პირველი ვარჯიში, ამ სეზონის პირველ მატჩს ვთამაშობთ, მაგრამ ამ დღეებში ბევრი თავდადება და დადებითი განწყობა დავინახე.
ჩვენი მთავარი მიზანია კარგად მოვემზადოთ სექტემბერში დასაწყები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის. ამ დროისთვის კი ჩვენი მიზანია მატჩში კარგად გამოვიდეთ, საქართველოს ნაკრები პრობლემები შევუქმნათ და კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გამოწვევაა“, - განაცხადა ვან ტ’სხიპმა.
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...
1742484164
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა
„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების“ სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის...
1742481940
მსოფლიოჩინეთში კანადის 4 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა კანადის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით...
1742481162
საზოგადოებალევან მახაშვილი ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა
არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შე...