ვილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა.

ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შეკრება დღეიდან თბილისში დაიწყო.

 ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): კვიპროსთან შეხვედრაში ჩვენი ამოცანა კარგი ფეხბურთის თამაშია. ის ფაქტი, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ჩვენთვის არაფერს ცვლის. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც მაგალითად ნორვეგიასთან მატჩის მეორე ტაიმში. კარგია, რომ 10 დღე გვაქვს მოსამზადებლად. ახლა მხოლოდ კვიპროსზე ვფიქრობთ და ამ მატჩისთვის ვემზადებით, შემდეგ კი შოტლანდიაზე ვიფიქრებთ.

მიხარია, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში იმართება. ეს მნიშვნელოვანია ფედერაციისთვის, ქვეყნისთვის, რათა ევროპამ დაინახოს, რომ აქ მაღალ დონეზეა შესაძლებელი ასეთი ტურნირების ჩატარება.

უკეთესი იქნებოდა, რომ მეტი დრო გვქონოდა ეროვნული და 21-წლამდე ნაკრების მატჩებს შორის. ფეხბურთის ფედერაციასთან და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ასეთ შემთხვევებში, ერთმანეთს ვესაუბრებით და ვპოულობთ კომპრომისს. სწორედ ამიტომ, საზონოვი, სიგუა, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი 21-წლამდე ნაკრებთან ერთად დაიწყებენ შეკრებას. რა თქმა უნდა, ორივე ნაკრები მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რომ ერთად ვიმუშაოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ეს ორივე ნაკრებს მისცემს კარგი შედეგის ჩვენების საშუალებას.

როგორც წესი, თამაშამდე ტაქტიკის შესახებ არ ვსაუბრობ. ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ორი ფორვარდით თამაშმა გაამართლა და კმაყოფილი ვარ. თუმცა, ეს მხოლოდ ტაქტიკის დამსახურება არ იყო. ფეხბურთელების მიდგომა შეიცვალა, უფრო თავდაჯერებულები ვიყავით და ამან თამაშის მიმდინარეობა შეცვალა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და აჩვენეს, რომ ძლიერი ხასიათი გვაქვს. ახლა სხვა მოცემულობაა, განსხვავებული მეტოქეები გვყავს. უნდა შევაფასოთ ფეხბურთელების მდგომარეობა ხანგრძლივი სეზონის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ.

ზოგს მიაჩნია, რომ ნორვეგიასთან ქულები დავკარგეთ, თუმცა მე მსურს დადებითი მხარე დავინახო და მიმაჩნია, რომ ქულა მოვიპოვეთ. კვიპროსი განსხვავებული გუნდია. გასულ წელს, ივნისში გასამართი ერთა ლიგის მატჩებამდე მკითხეს მიზნების შესახებ. ვთქვი, რომ ოთხივე თამაშის მოგება მსურდა და მიზანი თითქმის შევასრულეთ. ახლა მიზნებზე აღარ ვისაუბრებ. ვფიქრობ ჩვენ თამაშზე, დისციპლინაზე, შემართებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. მინდა იგივე დავინახო ჩემი ფეხბურთელებისგან, რაც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ვნახეთ. ამ მიდგომას დისციპლინას და ამბიციურობას თუ შევინარჩუნებთ, ვიცი, რომ შედეგი დადებითი იქნება.

ზედიზედ ორი გასვლითი მატჩის ჩატარებას რა თქმა უნდა აქვს უარყოფითი მხარეები. ბევრი მგზავრობა გვიწევს და აღდგენისთვის ცოტა დრო გვექნება. თუმცა, ასეთია კალენდარი და შესაბამისად ვცდილობთ დავგეგმოთ საწვრთნელი შეკრება. კარგია, რომ ბევრი ჩემპიონი გვყავს და ჩვენს ლეგიონერებს წარმატებული სეზონის ჰქონდათ. ეს ყოველთვის დადებითი მომენტია და იმედი მაქვს, რომ ეს დადებითი ემოციები და კარგი განწყობა მთელ გუნდზე აისახება. როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვამაყობ, რომ ამდენმა ფეხბურთელმა წარმატებით ჩაატარა საკლუბო სეზონი.

უშეცდომო არავინაა და შეცდომები მომავალშიც იქნება. თუმცა ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თუ მთელი გუნდი დაცვაში კარგად ითამაშებს, ჩვენთვის გოლის გატანა ძალიან რთული იქნება. სწორედ დაცვაში უფრო ძლიერ თამაშს ველი კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებში.

გიორგი მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. არა მხოლოდ გატანილი გოლების მხრივ, არამედ მისი თამაშის სტილით და მიდგომით. ვფიქრობ, ეს ბოლო პერიოდში მისი მხრიდან მეტი მუშაობის დამსახურებაა. ვუსურვებ, უფრო მაღალ დონეზეც შეძლოს ასეთი თამაშის ჩვენება. არ ვიცი, დარჩება თუ არა მეცში. მთავარია, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რაც საშუალებას მისცემს კიდევ უკეთესი გახდეს.

ვფიქრობ, გველესიანს შეუძლია დაეხმაროს ნაკრებს და სწორედ ამიტომ გამოვიძახე. ბოლო 12 თვის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით მან შანსი დაიმსახურა. ვფიქრობ, სწორი მომენტი იყო მისი მოწვევისთვის. საინტერესოა, მისი ხილვა ნაკრებთან ერთად. ბევრს მიაჩნია, რომ უფრო ადრეც იმსახურებდა გამოძახებას, თუმცა მთავარია, რომ ახლა ის ეროვნულ გუნდშია და შეუძლია გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.

წყარო: nakrebi.ge

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1695709751

სპორტი

საქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...

Figuruli

1695652780

საზოგადოება

ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი

ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...

ვატიკანი

1695625470

სპორტი

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...

Judo

1695588571

სპორტი

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...

Wrest

1695559593

სოციალური მედია

„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე

გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...

იმიტაცია