„ბრავო, "ოცნება" გასაგებია, რომ ომში არ უნდა შევვარდეთ, ერთ ლუკმად არ ვეყოფით, მაგრამ ასე ჩირგვებში ჯდომა სირცხვილია“ - ექიმი ქეთი ლობჟანიძე

„ბრავო, "ოცნება", ძალიან ბრავო! გასაგებია, რომ ომში არ უნდა შევვარდეთ, ერთ ლუკმად არ ვეყოფით, მაგრამ ასე ჩირგვებში ჯდომა სირცხვილია, როცა მეგობარი ქვეყანა ომის ცეცხლშია გახვეული და სულს ღაფავს!“- წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.
„მთელი დღე ველოდი, როდის შეიკრიბებოდა მთავრობა, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება და იმსჯელებდა მოსალოდნელ საფრთხეებზე, მერე გამოვიდოდა ჟურნალისტებთან ბრიფინგისთვის და ერთიანი ძალით გამოუცხადებდა მხარდაჭერას უკრაინას, მაგრამ არა!
კიდევ კარგი, სალომეს გამოსვლამ და ნაცების ორგანიზებულმა პროტესტმა მოგვწმინდა სირცხვილი, თორემ გამისკდებოდა გული, იუშენკო პირველი ჩამოვიდა თბილისში 2008-ში!
ამ ევროპა-ამერიკისაც კიდევ! რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაარტყა და ეს ომი მოკლე არ აღმოჩნდა, რის მოლოდინიც ჰქონდათ, სანქციებზე საუბარი უკვე დიდი სირცხვილია და ამაზეც კი ვაჭრობენ, გერმანია-იტალიამ, სვიფტს არ შეეხოთო! სერბეთი არ დაინდეს, როცა პოლიტიკურად აწყობდათ!
ზოგმა ისიც კი გაბედა, რომ დამძიმდება სიტუაცია, მიგრანტების ტალღა მოაწვება ევროპასო!
ამ ბედოვლათებმა ჯიჰადისტები შემოუშვეს უკონტროლოდ, უკრაინელები რას დაუშავებენ?!
მეტიც, ფიანდაზები უნდა დაუგონ მათ! დღეს უკრაინა მარტო იცავს უსამართლო და სასტიკ ომში ევროპასაც და საქართველოსაც!
კიდევ კარგი, პრეზიდენტში გაუმართლა, გამძლეობა მას და მის ერს!“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქეთი ლობჟანიძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...
1741025975
ახალი ამბებისოზარ სუბარი კორუფციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით მსჯელობისას სიტყვით გამოვიდა. „რატომ...
1741024338
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება
ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ...
1741022070
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა, თურმე, რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემას ეხმიანება. „სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი, ლიეტუვის მაშინდ...
1741020226
ახალი ამბებიჩოხატაურის მერი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს
რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხ...