„44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს 1 მტერს ებრძვის“ - ქეთი ქარდავა

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:
„44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს 1 მტერს ებრძვის. ზელენსკია მთავარსარდალი ომში, რომელმაც უკრაინასთან ერთად, მთელი ევროპის ბედი უნდა გადაწყვიტოს.
დაამხობს რუსეთი კიევში ხელისუფლებას?
დაბომბავს სამთავრობო კვარტალს?
მოკლავს ზელენსკის და მის გარემოცვას?
აიღებს უკრაინას?
ეს ჯოჯოხეთია და ყველას დამარცხებას ნიშნავს!!
ეს სიმართლეა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს არც ზელენსკია ომია და არც მარტო უკრაინის, მაგრამ 44 წლის პრეზიდენტი არმიასთან ერთად დღეს მრავალრიცხოვანი, ყველაზე დაუნდობელი, სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძვის.
ზელენსკის მისიაა უკრაინის მიწიდან რუსული ჩექმის ნაკვალევის გაქრობა და ამით პუტინის დასრულება.
ეს მარტივი არ არის,მაგრამ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ეს უნდა შეძლოს. ყველა უკრაინელი ხალხის ვალში ვიქნებით!!
დღეს ევროკავშირის სამიტს უკრაინის პრეზიდენტი კიევიდან ჩაერთო. ბოლო ფოტო გაპრეზიდენტების პერიოდშია გადაღებული. ზელენსკიმ უნდა გაუძლოს!
მე ზელენსკიზე წარსულში ლაპარაკი არ მინდა, რადგან ეს თავისუფლების იდეის დამარხვასთან შეგუებას ნიშნავს.
დიდება უკრაინას. დიდება თავისუფლებას, რომელიც ასეთი ძვირფასია და ყველაზე ძნელი შესანარჩუნებელი, როდესაც შენი მეზობელი პუტინია. წარმატება უკრაინის პრეზიდენტს!!“- წერს ქეთევან ქარდავა.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
🔵 მტრის #1 სამიზნე ვარ, ვრჩები კიევში - უკრაინის პრეზიდენტი
🔵 კანადა კრემლს ახალ სანქციებს უწესებს - მძიმე ფასს გადავახდევინებთ რუსულ ელიტას
1740988176
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...